მოგესალმებითჩემს 7 წლის ბავშვს,- 6 წლის ასაკში და... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

23-06-2019

მოგესალმებითჩემს 7 წლის ბავშვს,- 6 წლის ასაკში დაუდგინეს მარჯვენა თვალზე ასტიგმატიზმი (+3) და ამის გამო გამოწვეული ამბლიოპია (თვალის გაზარმაცება). 20 % აქვს მხედველობა ბავშვს მარჯვენა თვალში. გამოკვლევა ჩავიტარეთ 2 ცნობილ კლინიკაში (ავერსში და ოფთალმიჯში) , ვიწვეთებდით თვალში ომკ 1 და შემდეგ ომკ-2 , ჩავიტარეთ 1 ჯერ თვალის ვარჯიშები 10 დღიანი კურსი, სახლში ვავარჯიშებ ყოველდღიურად ჯანსაღი თვალის ახვევით (ნახევარი საათიდან 2-3 საათამდე შეძლებისდაგვარად) არადა შედეგი საერთოდ არ არის. გასაგებია რომ ასტიგმატიზმი არ იკურნება ოპერაციის გარეშე, მარა მხედველობის მომატება ცოტათი ხომ მაინც უნდა მომხდარიყო. ძალიან შეშფოთებული ვარ, მირჩიეთ რისი რჩევაც შეგიძლიათ , ომეგა 3 ის ურეცეპტოდ მიღება დასაშვებია თუ არა, ან სად მივიყვანო ბავშვი კარგი ვარჯიშების ჩასატარებლად , თუ რა ვქნა (იმედი მაქვს გადაწურული უკვე)წინასწარ გიხდით მადლობას

პასუხი
- ასტიგმატიზმის მკურნალობის თერაპიული მეთოდი არ არსებობს. თუ ბავშვს ერთდროულად აქვს ასტიგმატიზმი და ზარმაცი თვალი - ამბლოპია, ამ შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ზარმაც თვალს ცნობილი, აპრობირებული მეთოდებით (სათვალე, თვალის ახვევა, ვარჯიშები) , დადებითი შედეგის მიღებამდე. აუცილებლად ბავშვის მკურნალ ოფთალმოლოგს უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა. ჩვენ მხოლოდ ზოგადი რჩევის მოცემა შეგვიძლია: აუცილებელია ეკრანული დატვირთვის მკვეთრი შეზღუდვა. ტელევიზორის ყურება შეიძლება დღეში მაქსიმუმ 1 საათი, მინიმუმ 2 მ დისტანციიდან. მობილურ ტელეფონზე შეიძლება მხოლოდ საუბარი. არავითარი თამაში, SMS, MMS და ასე შემდეგ. მეცადინეობის დროს მანძილი წიგნიდან თვალებამდე 35სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. არ შეიძლება მხედველობის დატვირთვა (კითხვა, ტელევიზორი) მწოლიარე მდგომარეობაში. სასარგებლოა ბავშვის გაკაჟება, სპორტის ისეთი სახეობებით დატვირთვა, სადაც ნაკლებმოსალოდნელია თავის ტრავმა. სასურველია სირბილი, მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა. რაციონში უნდა შედიოდეს თვალებისთვის სასარგებლო პროდუქტები: მაწონი, კეფირი, ხაჭო, მოხარშული თევზი, ინდაური, კურდღელი, საქონლის ხორცი და ენა, კომბოსტო, სტაფილო, ოხრახუში, ნიახური და ტარხუნა, შავი მოცვი, მაყვალი და აუცილებლად - დღეში ერთი ვაშლი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად