ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ , მკერდის ეხოსკოპიით მით... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

20-05-2019

- ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ , მკერდის ეხოსკოპიით მითხრეს ძალიან პატარა ზომის კისტები. არ საჭიროებს მკურნალობასო და არაა საშიშიო. თუ გაიზარდა მერეა საშიშიო. ეხოსკოპისტმაც და გინეკოლოგმაც ასე მითხრეს. უმეტესობას აქვს და არაა მკურნალობა საჭიროო. ერთ წელში გადაამოწმეო. კიბოში გადაზრდის შანსი არაა იმდენად პატარა კისტებიაო. რამდენად სანდოა ეს პასუხი ? მხოლოდ ეხოთი დაგინდებოდა დიაგნოზი ? იქნებ ფიბროადენომა ან სხვა უფრო სერიოზული რამეა და ეხოში არ გამოჩნდა. ასეთი რამ შეიძლება ? თუ ვენდო ექიმებს. ერთ ერთ ყველაზე ცნობილ კლინიკაში გავიკეთე.

პასუხი
ლალი ფხალაძე, მედიცინის დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლლოგი, „იოსებ ჟორდანიას რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმძღვანელი არჩილ ხომასურიძე“-კლინიკური დირექტორი

- სარძევე ჯირკვალში მცირე ზომის ცისტების არსებობის დროს ტარდება დაკვირვება. ამ დროს ექიმი ინდივიდუალურად წყვეტს ჰორმონული ანალიზის გაკეთების და რენტგენომამოგრაფიის საკითხს. გასათვალისწინებელია ასაკი, მენსტრუაციული ციკლის თავისებურებები, რეპროდუქციული ფუნქცია და ა.შ. სავარაუდოდ თქვენ გაქვთ ცისტური მასტოპათია. ავთვისებიანად გადაგვარება არ ხდება, თუ დამოუკიდებლად არ გაჩნდა სხვა პრობლემა.  ზოგადად, წელიწადში ერთხელ და ექომამოგრაფიით საეჭვო დიაგნოზის არსებობისას   კეთდება რენტგენომამოგრაფია და ბიოფსია.სავარაუდოდ თქვენ გაქვთ ცისტური მასტოპათია. ავთვისებიანად გადაგვარება არ ხდება, თუ დამოუკიდებლად არ გაჩნდა სხვა პრობლემა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად