, მყავს 11 თვის ბიჭი, ღამის ძილი ძაან მოუსვენრად ს... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

01-05-2019

-გამარჯობა, მყავს 11 თვის ბიჭი, ღამის ძილი ძაან მოუსვენრად სძინავს, 2 ჯერ ჭამს და ყოველ ნახევარ საათში ტირის სოსკას ჩავუდებ და იძინებს, რისი ბრალი შეიძლება იყოს? კალცის ნაკლებობამ იცის მოუსვენრობა? მადლობა

პასუხი
-ამ ასაკში ღამე ძილში ჭირვეულობის მიზეზი შეიძლება იყოს შიმშილი, წყურვილი, სველი პამპერსი (თუ ისევ პამპერსშია ბავშვი), ოთახში ჩახუთული და ზედმეტად თბილი ჰაერი, ნაწლავებში აირების დაგროვება, რაქიტი (ამ შემთხვევაში ოფლინიობაცაა დამახასიათებელი), ....
რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
ბავშვს უნდა ჰქონდეს მკაცრი დღის რეჟიმი- ბავშვი შუა დღესაც და ღამეც ერთსადაიმავე დროს უნდა იძინებდეს .გაითვალისწინეთ ის გარემოება, რომ თუ ბავშვს დღის განმავლობაში დიდხანს სძინავს, მაშინ ღამე დაძინება გაუჭირდება და ექნება ფხიზელი ძილი.
მაგრამ ისიც არ შეიძლება, რომ დღის განმავლობაში საერთოდ არ დაიძინოს, რადგან დაღლილ ბავშვს ჩაძინება უჭირს და არ აქვს მოსვენებული ძილი.
აბაზანა (რომლის მიღება აუცილებელია ძილის წინ) არ უნდა იყოს ხანგრძლივი;
დაძინების წინ აუცილებლად გაანიავეთ ბავშვის საძინებელი ოთახი. ძილისთვის იდეალურია 18-20 გრადუსი ტემპერატურა.
ამ ასაკის ბავშვებს (12 თვემდე) ახასიათებთ მსგავსი ქცევები, განსაკუთრებით ძუძუთი კვებაზე მყოფთ. საერთოდ უმჯობესია თუ დღის განმავლობაში ასაკისთვის შესაფერის ულუფას მიიღებს და ღამე აღარ შეჭამს, თუმცა წლამდე ღამით ძუძუთი კვებაც დასაშვებია, შეღვიძების დროს სცადეთ და ბავშვს მიეცით წყალი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად