გამარჯობა, თქვენი, როგორც უროლოგის აზრი მაინტერესებს და რჩევასაც თუ მომცემთ, ძალიან კარგი იქნება. ვარ 16 წლის ბიჭი. 1 წელზე მეტია, რაც შარდვის დაუძლეველი სურვილი მაქვს, ამის გამო წყალს ძალიან ცოტა რაოდენობით ვიღებ, რადგან მთელი დღე საპირფარეშოში ვერ გავატარებ, ასევე, მეწვის საშინლად, როგორც შარდვის დროს, ასევე მოშარდვის შემდეგ, ზოგჯერ ტკივილი ძალიან ძლიერია. სისხლი არ მქონია შარდში. მშობელთან ერთად, 1.5 თვის წინ ვიყავი უროლოგთან, რომელმაც თქვა, რომ საშარდე მილის ანთებას ეჭვობდა (ურეთრიტს), წინამდებარე ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები გამორიცხა მაშინ, როცა ვუთარი რომ სქესობრივი ცხოვრება არ მაქვს დაწყებული. დამინიშნა "ეკოლევიდი" 500მგ, 5 დღე. არანაირი შედეგი არ ჰქონია აღნიშნულ მედიკამენტს. ბოლოს, როდესაც ძალიან გამწვავდა, რაშიც იმას ვგულისხმობ რომ ღამე ფაქტობრივად ვერ ვიძინებდი, მუდმივად მეწვოდა და მოშარდვის სურვილი მქონდა, ვიყიდე ფურადონინი, თვითნებურად, რაც რა თქმა უნდა, არ არის სწორი, თუმცა ამ წამალზე ეფექტური, არცერთი არ ყოფილა, ასე ვთქვათ, დამავიწყა 7 დღის განმავლობაში, ეს დაავადება, მაგრამ როგორც კი შევწყვიტე, მაშინვე მოხდა რეციდივი და იგივე სიმპტომები მაქვს ისევ. მე ვფიქრობ, რომ წინამდებარე ჯირკვლის გადიდება მაქვს და ამის ფონზე ეს ყველაფერი. ეხლა ისევ ფურადონინის მიღება მომიწევს. რას მირჩევთ? ჰიგიენა, ანალიზები, სითბო, მსგავსი რამ 100% არის წესრიგში.
გმადლობთ.
პასუხი
-ვარაუდის საფუძველზე არ ინიშნება მკურნალობა, თქვენ უნდა მიმართოთ კვალიფიციურ უროლოგს და ჩაიტაროთ გამოკვლევები, პირველი და აუცილებელი გამოკვლევა არის შარდის საერთო ანალიზი და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, სხვა გამოკვლევების აუცილებლობას განსაზღვრავს ექიმი.