11 იანვარს ვიქეიფეთ რესტორანში, რის მეორე დღესაც ... | ალერგოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ალერგოლოგია

კატეგორია - ალერგოლოგია

commerce
15-01-2019

გამარჯობათ, 11 იანვარს ვიქეიფეთ რესტორანში, რის მეორე დღესაც ანუ 12 იანვარს მქონდა ასეთი შედეგი, (იხილეთ სურათი 1) ამავე დღეს ნაბახუსევზე გამოსვლის მიზნით დავლიე ყავა შოკოლადი, ლუდი მიწისთხილი და საღამოს უკვე იმდენად დაფოთლილი მქონდა რომ სასწრაფო გამოვიძახე ტანზეც მქონდამქონდა და სახეზეც, ძალიან მწვავეთ, სახლში დექსამეტაზონი გამოვივლე ყელში, სასწრაფომ მეორე დექსამეტაზონი ვენაში გამიკეთა, და ემერჯენსში სისტემასთან ერთად კიდევ ორი დექსამეტაზონი გამიკეთეს ანუ 3 საათში 4 ნემსი, ამ პროცედურების შემდეგ ამილაგდა ყველანაირი სიმფტომი, წამოვედი სახლში და დამინიშნეს დიეტა მეორე დღიდანვე მოხარშულს უცხიმოს (ბრინჯი,წიწიბურა, კარტოფილი) მივირთმევ და თან ბორჯომსაც ვსვავ მაგრამ ყოველ ჯერზე მაყრის ზოგჯერ უმიზეზოდაც მაყრის... ოღონდ ისე ძაან არა მაგრამ ხან ხელის გულებზე ხან ფწხებზე ხან სახეზე, დანიშნულება მომცეს დღეში ორჯერ დექსამეტაზონი კუნთში, და პირველი ნემსის შემდეგ ერიუსუ და მეორე ნემსის მერე პარლაზინი, მაგრამ ისე მოხდა რომ ძალიან დამაყარა და მოკლედ 13 ღამიდან ამ დრომდე ანუ 15 რიცხვის ჩათვლით მაქვს 10 დექსამეტაზონის ნემსი გაკეთებული და ორი გადასხმა, სისხლის საერთო ანალიზი ჩავაბარე გუშინ როდესაც 7 დექსამეტაზონის დოზა მქონდა 2 დღეში მიღებული, და ასეთი შედეგი დადო ანალიზმა (იხილეთ სურათი 2) ყურადღება მიაქციეთ ლეიკოციტეპს და ლიმფოციტებს, თქვენი აზრით რატომაა ასეთი მაღალი მაჩვენებლები, რა დანიშნულებას მომცემდით და დიეტის რა რაციონს შემიდგენდით.. გთხოვთ ანალიზებზე შეფასება გააკეთოთ, შეიძლება თუ არა რომ დექსამეტაზონის ჰორმონის ბრალი იყოს მომატებული ლეიკოციტები

პასუხი
- ნეიტროფილების მომატება და ლიმფოციტების დაკლება ჰორმონოთერაპიას უკავშირდება. ალბათ ექიმმა საჭიროდ ჩათვალა ჰორმონების ეს დოზა, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ვერანაირი ჰორმონები შედეგს ვერ მოგცემთ, თუ ზედმიწევნით არ დაიცავთ დიეტას, ერთი ლუკმაც კი საკმარისია ალერგენისა, რომ ისევ განვითარდეს ალერგია. მკაცრად ამოიღეთ რაციონიდან დროებით ყველა ის პროდუქტი, რაც ალერგიას იწვევს: შოკოლადი, თხილეული, თევზეული, ღორის ხორცი, რძე და მისი ნაწარმი. მკურნალობაში აუცილებლად ჩართეთ ლეიკოტრეინების ინჰიბიტორები, მაგრალითად როგორიც არის პრეპარტი ვანსეარი (ექიმთან შეთანხმებით).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად