რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ჩემი გოგო 3 კვირის ხდება მყავს ბუნებრივ კვებაზე, შემხვდა სურდო და საშიში ხომ არაა ისევ ძუძუთი რომ ვკვებო? ბავშვიც ცხვირში კარგად ვერ სუნთქავს და რას მირჩევთ გავაგრძელო კვება?და რა შემთხვევაშია საჭირო ხელოვნურზე გადაყვანა?
პასუხი
-დიახ, გააგრძელეთ ძუძუთი კვება და არ მიიღოთ მედიკამენტი, რომელიც უკუნაჩვენებია მეძუძურებში, ბავშვთან ურთიერთობისას დაიცავით პირადი ჰიგიენა, ხშირად დაიბანეთ ხელი, გაიკეთეთ პირბადე (პირბადე უნდა ეკეთოს ოჯახის დაავადებულ წევრებს, 4სთ-ის შემდეგ ნიღაბი უნდა გამოიცვალოს) ,ხშირად გაანიავეთ ოთახი და სველი წესით დაალაგეთ. სურდოს დროს ბავშვს შეიძლება ჩააწვეთოთ ფიზიოლოგიური ხსნარი, 4-5 დღის მანძილზე. ამ ხნის განმავლობაში სხვა წვეთების გამოყენება რეკომენდებული არ არის. აჩვენეთ ბავშვი პედიატრს.