კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნოემბერი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
commerce
11-09-2018
გამარჯობა, ძალიან გთხოვთ რაც შეიძლება მალე მიპასუხეთ. ორი დღის წინაც მოგწერეთ და ახლაც მინდა თქვენი დახმარება. რა ვქნა თქვენი რჩევა სულ მამშვიდებს. ჩემს 8 თვის ბიჭს შეხვდა ვირუსი( სავარაუდოდ ) და სიცხეები ქონდა 38,8 ხაზამდე. გაუგრდზელდა 3 დღე და ამიტომ პედიატრა დაგვინიშნა ანტიბიოტიკი ობარციფი. მისი მიღებიდან მეორე დღეს ბავშვს სახეზე, მუცელზე და ბეჭებზე გამოაყარა. ახლა მივეცით ტავეგილი და შევუწყვიტეთ ანტიბიოტიკიც. ტავეგილი მივეცით სულ სამჯერ და შედეგი არ აქვს. პედიატრმა დექსამეტაზონი გვითხრა ერთი აბი. ახლა ვაპირებ დავალევინო( თუმცა კი აღარ მინდა ამდენი წამლით ბავშვის გაჭყიპვა) მაგრამ მაწუხბს ის, რომ სულ მგონია ჩემს ექიმს რაიმე გამოეპარა. ბავშვს ტემპერატურა აღარ აქვს მაგრამ მაინც ძალიან აგზნებულია, უფრო ძილიანი, აქვს შეშუპებული თვალები და გამონაყარი ტანზე როგორც აღვნიშნე. სიცხემ ხომ დაუწია და უკვე 2 დღეა აღარ აქვსდა ასე რაღატო უნდა იყოს? ნორმალურია? ხომ არ მივმართო კლინიკას?
პასუხი
- იმიტომ არის ასე, რომ ბავშვს განუვითარდა მწვავე ალერგიული რეაქცია ანტიბიოტიკზე. ასეთ დროს მხოლოდ ანტიალაერგიული პრეპარატი არ არის საკმარისი და ინიშნება ჰორმონული პრეპარატები, ამიტომ დაუნიშნა პედიატრმა დექსამეტაზონი. ჩვენ შორიდან ვერ შევაფასებთ ბავშვის მდგომარეობას, დაუჯერეთ თქვენს პედიატრს, თუ ეჭვი გეპარებათ მასში, მიმართეთ სხვა ექიმს.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
19 ნოემბერი 2018
შუახნის ასაკში წონის მატების თავიდან აცილება დღეში ერთი პეშვი ნიგვზის ან 1 სუფრის კოვზი არაქისის კარაქის
19 იანვარი 2018
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ მშობიარობისშემდგომი დეპრესიიდან
თუ გინდათ, საყვარელი ნივთი დიდხანს გამოიყურებოდეს ახალივით, სათანადოდ უნდა მოუაროთ. იგივე შეიძლება
შეკრულობა (ყაბზობა) სადღეისოდ ბევრი ადამიანის პრობლემაა, ცხოვრების არასწორი წესი, მჯდომარე, უმოძრაო
ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება