რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, რა განსხვავებაა შარდის საერთო ანალიზსა და შარდის ბაქტერიოლოგიურ ანალიზს შორის? რას აჩვენებს ერთი და რას მეორე რომ ამიხსნათ თუ შეგიძლიათ. დიდი მადლობა
პასუხი
-შარდის საერთო ანალიზით ფასდება შარდის ფიზიკური და ქიმიური თვისებები და მისი ნალექი. შარდის ფიზიკურ თვისებებს განეკუთვნება რაოდენობა, ფერი, სუნი, რეაქცია, ხვედრითი წონა. შარდის ქიმიური კვლევა ითვალისწინებს ცილებისა და გლუკოზის აღმოჩენას. კეტონური სხეულების, ნაღვლის პიგმეტების კვლევას; შარდის ნალექი ორგანიზებული (ჰემოგლობინი, ერითროციტები, ლეიკოციტები, ეპითელური უჯრედები და ცილინდრები) და არაორგანიზებული (კრისტალური და ამორფული მარილები) ელემენტებისგან შედგება. მიკროსკოპიული კვლევის მიზანი მათი აღმოჩენაა. თუ შარდში ბაქტერიებია, აუცილებელია შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ინფექციის დასაზუსტებლად. შარდის ანალიზის ბაქტერიოლოგიური მეთოდი საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით დათვლილ იქნეს მიკრობთა კოლონიები და ზუსტად განისაზღვროს ბაქტერიურიის დონე. ბაქტერიოლოგიური მეთოდით განისაზღვრება რომელმა ბაქტერიებმა განიცადეს კულტურაში ზრდა და როგორია მათი მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ.