!- ხშირად მაქვს შემთხვევა, როდესაც საკუთარი საქციე... | ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია

კატეგორია - ფსიქონევროლოგია

10-06-2018

-გამარჯობა!- ხშირად მაქვს შემთხვევა, როდესაც საკუთარი საქციელის გაანალიზება მიჭირს.- მაგალითად: შეიძლება ვიჯდე მშვიდად, არაფერი არ მაწუხებდეს და უცებ რაღაც "დამარტყამს თავში" და ვდგები და მივდივარ. თითქოს არ შემიძლია გავჩერდე იქ, სადაც ვარ. თითქოს იქ არ უნდა ვიყო.როდესაც წავალ იქედან სადაც ვარ თავს კარგად ვგრძნობ. მაგრამ მერე ვფიქრობ რატომ წამოვედი და ვერ ვხვდები რა გავაკეთე. ასევე ხშირად მაქვს იმის განცდა რომ მე არ ვარ იქ სადაც უნდა ვიყო. ჩვეულებრივ გარემოში ნორმალურად ვიქცევი, როგორც სხვები, მაგრამ ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ, ზოგ ადამიანთან კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ თუ ასეთი ადამიანი არ არის ირგვლივ იქ ვერ ვჩერდები მინდა გავიქცე იქედან და ხშირ შემთხვევაში ასეც ვიქცევი.- საშინელი სტრესი და დეპრესია მქონდა და ახლაც ასე ვარ. თითქმის ყველაფერი ნერვებს მიშლის, სულ მარტო ყოფნა მინდა ოჯახის წევრებთანაც კი არ მსურს კონტაქტი, მთელი დღე შემიძლია ოთახში ვიჯდე ოღონდ არავინ არ დავინახო და არავის ხმა არ გავიგონო. მაგრამ არის პერიოდები როდესაც ნორმალურად ვარ.- ჩემი უაზრო საქციელების გამო ნაკლები მეგობარი მყავს, თითქოს არც მინდა მყავდეს მეტი და არავის ვაძლევ ჩემთან ზედმეტად ურთიერთობაში შემოსვლის უფლებას, ან გავურბივარ მათთან ურთიერთობას ან "აფერისტულად" ვუღიმი და ა.შ. არადა ძალიან მინდა რომ კარგი ურთიერთობა მქონდეს.- მოკლედ არ ვიცი ძალიან მიჭირს ეს ყველაფერი, მაგრამ ამას ვერაფერს ვუხერხებ, ვფიქრობ იმის ბრალია რომ კომპლექსებით და არასრულფასოვნების განცდით ვარ შეპყრობილი.

პასუხი
-თქვენ გვწერთ, რომ საშინელი სტრესი და დეპრესია გქონდათ. სწორედ ეს იქნება თქვენი ე.წ. ნევროზული მდგომარეობის მიზეზი. ეს პრობლემა განკურნებადია, მაგრამ აუცილებელია ფსიქონევროლოგთან დროული ვიზიტი. დაგჭირდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა და ფსიქოთერაპია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად