)) მე-7 თვეა მაქვს სიცხე 37-37.5 ჩავიტარე უამრავი... | მედიცინის სიახლენი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - მედიცინის სიახლენი
03-06-2018

-გამარჯობათ)) მე-7 თვეა მაქვს სიცხე 37-37.5 ჩავიტარე უამრავი გამოკვლევა და ყველაფერი ნორმალურად მაქვს. ვიყავი სხვადასხვა ექიმებთან და ვერავინ ვერ დამისვა, თუნდაც სავარაუდო, დიაგნოზი. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ((

პასუხი

-თქვენს შეკითხვის პასუხად გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს თერაპევტთან, მედიცინის დოქტორ აკაკი სარიშვილთან :

37-38° გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი დაავადების სიმპტომი. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ხანგრძლივი სუბფებრილური ტემპერატურა თერაპევტის პრაქტიკაში ერთ-ერთი სერიოზული დიაგნოსტიკური პრობლემაა. ასეთი ჩივილით უმეტესად ახალგაზრდა ქალები მოგვმართავენ. ამ შემთხვევაში ტემპერატურის მომატება დაკავშირებულია ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან, შარდსასქესო სისტემის იოლ ინფიცირებასთან, ფსიქოვეგეტატიურ დარღვევებთან.

პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ. ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზი. ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები - კბილის გრანულომა, წიაღების ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება, პროსტატიტი, საშვილოსნოს დანამატების ანთება. ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმიც. სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებოა თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი და ეგრეთ წოდებული ფიზიოლოგიური მიზეზები. ცნობილია, რომ ბევრისთვის სუბფებრილური ტემპერატურა ინდივიდუალური ნორმის ვარიანტია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, საკვების მიღება, ცხელ შენობაში ყოფნა.

ზოგიერთ ქალს სუბფებრილური ტემპერატურა აქვს მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში, ხოლო მენსტრუაციის დროს და ორსულობის პირველი 3-4 თვის განმავლობაში ნორმას უბრუნდება. გარდა ამისა, ხშირად ტემპერატურა სხვადასხვა იღლიის ფოსოში 0,1-0,30C-ით განსხვავდება, რაც მისი მომატების ილუზიას ქმნის. ამ ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია, რათა გაუმართლებელი კვლევა თავიდან ავიცილოთ. ინტერვიუში სუბფებრილიტეტის მიზეზებს შორის დასახელებულია ფსიქოვეგეტატიურ დარღვევა, რაზეც მოგცემთ მცირე განმარტებას - არსებობს ე.წ.“თერმონევროზი“ (ჰიპოთალამუსის დისფუნქციის ფონზე სხეულის ტემპერატურის მომატება) - ეს არის საკმაოდ იშვიათი დაავადებაა. ეს დიაგნოზი ისმება გამორიცხვის მეთოდით და მხოლოდ იმ შემთხევვაში, როდასაც კვლევებით არ გამოვლინდება არცერთი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელაც, პრინციპში, შეეძლო სუბფებრილური ტემპერატურის გამოწვევა. ეს მდგომარეობები შეიძლება იყოს ანთებით დაავადებები, ქრონიკული ინფექციბი, (მათ შორის, სასქესო ორგანოების) ენდოკრინული დარღვევა (ტემპერატურის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს თირეოტოქსიკოზი, რისთვისაც საჭიროა აუცილებელი გამოკვლევები ენდოკრინოლოგთან), ანემია და სხვა მდგომარეობები.

ზოგჯერ დიაგნოზის დასაზუსტებლად ატარებენ ასპირინის სინჯს: თუ ½ ტაბ. ასპირინის მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში არ დაიწია ტემპერატურამ, მაშინ სავარაუდოა ტემპერატურის მომატების მიზეზი იყოს ნერვული ცენტრების რეაქტიულობის ცვლილება სხვადასხვა გარე გამღიზიანებელზე (უფრო ხშირად ეს არის სტრესული სიტუაცია), რაც ადასტურებს „თერმონევროზის“ დიაგნოზს;

ერთი სიტყვით გამოკვლევები საჭიროა სხვადასხვა სპეციალისტთან: თერაპევტთან, ენდოკრინოლოგთან, იმუნოლოგთან, შესაძლოა გინეკოლოგთან ან შესაბამისად უროლოგთან, გამოკვლევების მოცულობას განსაზღვრავს თერაპევტი. მას შემდეგ რაც დადგინდება სუბფებრილიტეტის ფსიქოვეგეტეტიური ხასიათი და მდგომარეობა განიხილება როგორც ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, ასეთ შემთხვევაში დასახმარებლად უნდა მიმართოთ ფსიქოთრაპევტს (ფსიქიატრს ან ფსიქონევროლოგს) და მასთნ ერთად უნდა გაირკვეს აღნიშნული მდგომარეობის მაპროვოცირებელი ფსიქოლოგიური მიზეზები, დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ ანალიზის გაკეთება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა ფსიქოემოციური მიზეზი არ დევს ზედაპირზე, ზოგი მათგანის მიგნება შეუძლია მხოლოდ ექიმს. გარდა ამისა, თერმონევროზს წარმატებით მკურნალობენ მედიკამენტებით, კაერძოდ, ტრანკვილიზატორების გამოყენებით(შფოთის საწინააღმდეგო პრეპარატებით) და საძილე საშუალებებით (წამლები და მკურნალობის სქემა ინდივიდულაურია), რაც ასევე, კიდევ ერთხელ მიუთითებს ექიმთან მისვლის აუცილებლოებაზე.

ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები რომელიც არა მაშინვე, მაგრამ აუცილებლად დაგეხმარებათ:

1.         დღის რეჟიმის დაცვა, განსაკუთრებით დასვენებასთან დაკავშრებით (დასვენება უნდა იყოს არა მხოლოდ პასიური, არამედ აქტიურიც);

2.         მუშაობის ოპტიმალური რეჟმის გამომუშავება.

3.         სპორტით დაკავება (უმჯობესია აუზი, მინიმუმ 2-3-ჯერ კვირაში).

4.         წყლის პროცედურები, მუშაობის წინ კონტრასტული შხაპი (წყლის ცხელი და ცივი ნაკადის მონაცველეობა, ყოველთვის უნდა დამთვრდეს ცივით - სულ 3 კონტრასტი) და გრილი შხაპი ღამით.

კონტრასტული შხაპის შემდეგ სხეული უნდა გაიმშრალოთ ხაოიანი პირსახოცით კანის შეწითლებამდე.

და ბოლოს, „ზედმეტი შფოთის “ აცილების მიზნით შეწყვიტეთ ტემპერატურის გაზომვა,რომელიც ასევე შეიძლება იქცეს ტემპერატურის მომატების სტიმულატორად.

კომენტარები
14 ნოემბერი 2020 19:29
ჩემი ძმა უჩივის ერთი წელია თითქმის ტემპერატურას ,აქვს 37,2 და 37,3 ყოველდღე,ანალიზები გაიკეთა არანაირი ცვლილება.ვის მივმართოთ აღარ ვიცი :(
25 ივნისი 2018 01:23
გამარჯობა მინდა გამოვეხმაურო შეკითხვის ავტორს. მართალია ექიმის პასუხი, ჩემს ძმასაც ჰონდა ”თერმონევროზი”, მრავალი გამოკვლევების შემდეგ დაუსვეს ეს დიაგნოზი. მას შემდეგ შეწყვიტა ტემპერატურის გაზომვა, დაკავდა სპორტით და მცირე პერიოდის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სრულიად ჯანმრთელია.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად