პასუხობს დიაბეტის ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი "დიაკორი"-ს ექიმი ლალი ნიკოლეიშვილი
- 1.საღამოს კვება, ისევე როგორც დილის და შუადღის კვება უნდა იყოს დაბალანსებული - შეიცავდეს აუცილებელ მაკრონუტრიენტებს (ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი). მნიშვნელობა აქვს მათ რაოდენობრივ განაწილებას, ასევე, საღამოს კვების დროს გასათვალისწინებელია ძილის რეჟიმი. შვრიის ფაფა შეიცავს უპირატესად ნახშირწყლებს, მცირე რაოდენობით ცილას და სხვა მნიშვნელოვან მინერალებს. მნიშვნელოვანია რა რაოდენობით მიიღებთ, რადგან 1 გრამი ნახშირწყალი 4.1 კკალორიაა და საღამოს პერიოდში თუ ფიზიკურად არ დაიტვირთებით დიდი რაოდენობით ნახშირწყლის მიღებისას კალორიების გახარჯვა ვერ მოესწრება დაძინებამდე, შესაბამისად დაგროვდება ცხიმოვან ქსოვილში და ხელს შეუწყობს წონის მომატებას.
2.მნიშვნელოვანია თუ რა რაოდენობის საქაროზას შეიცავს იოგურტი, რადგან საქაროზა ნახშირწყალია და მაღალი კალორიულობით გამოირჩევა. გარკვეული დაავადებების დროს, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, ინსულირეზისტენტობა საქაროზას მიღება არ არის რეკომენდებული. იოგურტი საქაროზას გარდა შეიცავს ცილას, ცხიმს და ნახშირწყალს, ყველა მათგანი მაღალი კალორიულობისაა, აქედან ყველაზე მაღალი კალორიულობით ცხიმი გამოირჩევა. 1.2% ცხიმის შემცველობა არ არის მაღალი და შეგიძლიათ მიიღოთ. თუ ვახშამზე მხოლოდ იოგურტს მიირთმევთ და სხვა ნახშირწყლოვან პროდუქტს არ ამატებთ, მაშინ იოგურტი არ გამოიწვევს წონის მატებას.