დღის განმავლობაში რაღაც პერიოდში მაქვს ესეთი ჩი... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

commerce
15-02-2018

გამარჯობათ დღის განმავლობაში რაღაც პერიოდში მაქვს ესეთი ჩივილები გული მაქვს ხოლმე აჩქარებული 90 მდე ადის თითქოს ზურგში დამტვრეული ვარ და ძვლები მიტკაცუნებს. მაქვს სუსტი ექსტრასისტოლები თითქოს ყელთან რაღაცა ჰაერივით მაქვს და რო ჩავახველებ მივლის. მეწყება ხანდახან შინაგანი კანკალი რო მოსაღამოვდება ეს ჩივილები სუსტდება ხან მძაფრად მაქვს ხან ნაკლებად მაგრამ შემაწუხებელია. გამოვიკეთე ფარისებრის ეხო ეხლახანს აღმომაჩნდა 4მმ კვანძი ანალიზები ტსჰ და პტ4 გაკეთებული მაქვს 6თვის უკან და ნორმაში იყო. ასევე ჰოლტერი 1წლის უკან და დამიწერა სიმპათიკური ნერვული სისტემის ჰიპერტონუსი დაფიქსირდაო და ადრენალინი მქონდა მომატებული და გულზე არაფერიაო დამინიშნა ბეტალოკ ზოკი 1/4 დღემდე ვსვავ. 5 ჯერ გავიჯეთე კარდიოგრამა აქაც არაფერი. ასევე ჩემმა ახლობელმა ექიმმა გამიკეთა ეხო გულზე თვითონ ნახა უბრალოდ მაგრამ დასკვნა არ მოუცია არაფერიაო ცოტა აჩქარებული გაქვსო . ეს ყველაფერი 1 წლის უკან და 2დღის წინ გავიკეთე თირკმელზედა ჯირკვლის ეხოსკოპია თირკმელების და შარდის ბუშტის აქაც ყველაფერი წესრიგშია. პროტრომბინიც გაკეთებული მაქვს ნორმაშია. ძალიან გთხოვთ მითხარით რა შეიძლება იყოს მიზეზი შეიძლება რო გულის ბრალი იყოს კიდე და სხვები ვერ ხედავდნენ? რა ანალიზები გავიკეთო მითხარით. წინასწარ მადლობა

პასუხი
- გულის პათოლოგია რომ იყოს, აუცილებლად გამოჩნდებოდა ექოზე, კარდიოგრამაზე. ფარისებრზე რადგან კვანძი იყო და 6 თვე გავიდა, გირჩევთ კიდევ გაიმეოროთ ტსჰ-ის ანალიზი. თუ ნორმაშია, მიმართეთ ნევროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად