ვარ 23 წლის მამაკაცი, ახლადდაოჯახებული, მე და ჩემ... | სექსოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სექსოლოგია

კატეგორია - სექსოლოგია

commerce
02-02-2018

გამარჯობა ვარ 23 წლის მამაკაცი, ახლადდაოჯახებული, მე და ჩემს მეუღლეს სამწუხაროდ სექსთან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს, აქამდე ერთმანეთს ხელით ვანიჭებდით სიამოვნებას და ეხლა მე სექსუალური აქტის დროს პენისს ბოლომდე ვყოფ და ქალიშვილობაც არ დაუკარგავს და მეუბნება თითქოს თითი უფრო ღრმად შედიოდაო, ჩემი პენისის ზომა დაახლოებით 17 სანტიმეტრია, თუმცა 2 წელია სექსი არ მქონია და როდესაც სექსს ვიწყებთ რამდენიმე წუთში ერექცია იკლებს, რბილდება და პატარავდება... ძალიან გთხოვთ იქნებ მიშველოთ აქვე პასუხით იმიტომ რომ ამ საკითხზე ექიმთან ვერასოდეს მივალთ ... ან რამე მაზი ან წამალი , რაღაც მიზერული რჩევა მაინც რომ მოგვცეთ..

პასუხი
- თქვენი მონათხრობით იქმნება შთაბეჭდილება, რომ არ გაქვთ სრულყოფილი ინფორმაცია სექსუალური აქტის შესახებ. თუ აქტი ბოლომდე ტარდება, საქალწულე აპკის მთლიანობა დაირღვეოდა, თუმცა ის მანამდეც დაირღვეოდა, როცა ხელით ანიჭებდით სიამოვნებას, თუკი საშოში ხელით შედიოით. ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ საქალწულე აპკის მთლიანობა არ იყოს დარღვეული არის ის, თუკი აპკი ელასტიკურია (ეს ძალიან იშვიათად არის ხოლმე).
თქვენი ამჟამინდელი პრობლემა ფსიქოლოგიური ხასიათისას უფრო ჰგავს. სავარაუდოდ ეს დროთა განმავლობაში გაივლის. როგორც ჩანს, არასწორი ურთიერთობა გქონდათ დიდი ხნის განმავლობაში და სრულფასოვანი სექსი ახლა თქვენთვის უჩვეულოა. საინტერესოა, მიგყავთ თუ არა ბოლომდე აქტი, გაქვთ თუ არა ეაკულაცია. შეგიძლიათ სექსის წინ ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური სტიმულაციისთვის ერთჯერადად გამოიყენოთ ვიაგრა ან მსგავსი პრეპარატი, მაგრამ ეს მუდმივი არ უნდა იყოს. მიღების წინ კი კარგად გაეცანით პრეპერატის ინსტრუქციას, რომ რამე უკუჩვენება არ გქონდეთ. თუ პრობლემა არ მოიხსნება უახლოეს ხანებში, აუცილებლად ეწვიეთ სექსოლოგს, არ არის სწორი თქვენი დამოკიდბულება საკითხისადმი, რომ ამ თემაზე ვერ გაესაუბრებით ექიმს - სექსოლოგი სწორედ ამ თემებზე საუბრობს და ასეთ პრობლემებს აწესრიგებს.
რეკომენდებული კლინიკები
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად