რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, მოკლედ ანალიზი გავიკეთე ნაცხის და ქლამიდია დამიდგინეს ანალიზებში, ექიმმა მაშინვე მომცა წამალი და მირჩია რომ ჩემს პარტნიორსაც გაეკეთებინა იგივე, ჩემმა პარტნიორმა(ბიჭმა) გაიკეთა ნაცხის ანალიზი (არ ვიცი როგორ აკეთებენ მაგრამ მოხსენებაშ ეწერა რომ არაფერი არ ქონდა, მხოლოდ მცირე ბაქტერია). მოკლედ , იცით რამაინერესებს სწორად გაიკეთა ნაცხის ანალიზი თუ უნდა ეთქვა რომ სპეციალურად ქლამიდიაზე შეემოწმებინათ? მე მაგალუთად რლაფერზე შემამოწმეს :) და მეორე ახლა რომ დალიოს ქლამიდიის წამალი რაც არის და ვთქვათ არ ქონდა და უბრალოდ მიიღო შეიძლება რამე სერიოზული უკუჩვენება გამოიწვიოს ??
პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ექიმი მეან-გინეკოლოგი ნინო დავიდოვი
მოგესალმებით, გმადლობთ შეკითხვისთვის
- ქლამიდიაზე ანალიზი უნდა გაკეთდეს სპეციალურად, ჩვეულებრივი ნაცხის ანალიზით იგი არ ვლინდება, როდესაც ქლამიდია აქვს ერთ პარტნიორს, დიდი ალბათობით ექნება მეორესაც, ამიტომ მკურნალობა სჭირდება ორივეს. ჯანმრთელ ადამიანში ანტიბიოტიკის მიღება, რომც არ იყოს ინფექციის მატარებელი, სერიოზულ გართულებას არ გამოიწვევს.