. თქვენი რჩევა მჭირდება მკერდზე ეხოსკოპიის გადაღებ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

23-11-2017

-გამარჯობათ. თქვენი რჩევა მჭირდება მკერდზე ეხოსკოპიის გადაღება ჯობია თუ მამოგრაფიული გამოკვლევა. მამოგრაფიული გამოკვლევისას დასხივება ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის? და რომელი უფრო ზუსტ პასუხს იძლევა ეხოსკოპია თუ მამოგრაფია? მადლობთ.

პასუხი
-მამოგრაფია გულისხმობს რენტგენოლოგიურ კვლევას, რომლის დროსაც ძუძუს ქსოვილის დასხივება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, მინიმალური დოზით ხდება, მაგრამ 
40 წლამდე ქალებს ექოსკოპიურ კვლევას უტარებენ, 40 წლის ზევით -მამოგრაფიას.
ინფორმაციისთვის!
სარძევე ჯირკვლის სტრუქტურიდან, ქსოვილების თავისებურებიდან გამომდინარე, მამოგრაფიული კვლევა უფრო მეტად ინფორმაციულია 40 წელს გადაცილებულ ქალებთან (ამ ასაკში მამოგრაფიით უფრო უკეთ ჩანს სარძევე ჯირკვალი).
რაც შეეხება ექოსკოპიურ დიაგნოსტიკას, ის ფართოდ გამოიყენება 35 წლამდე ასაკის ქალებთან კიბოსწინარე პათოლოგიებისა და კიბოს ადრეული ფორმების სკრინინგისთვის. თუმცა  თუ სარძევე ჯირკვალში მამოგრაფიულად საეჭვო უბანი აღმოჩნდა, აუცილებლად ტარდება ექოსკოპიური კვლევაც (პროგრამაში ექოსკოპიაცაა ჩართული) და პირიქით, თუ სარძევე ჯირკვალში არის საეჭვო უბანი ან წარმონაქმნი, მაშასადამე, თუ ჩვენება და კრიტერიუმი არსებობს, შესაძლოა 27 წლის პაციენტსაც ჩაუტარდეს მამოგრაფია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად