, - ვარ 22 წლის. 28 ივნისს გავიკეთე მედიკამენტოზურ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

commerce
17-06-2017

გამარჯობა, - ვარ 22 წლის. 28 ივნისს გავიკეთე მედიკამენტოზური აბორტი. იყო პირველი ორსულობა. მანამდე არ მქონია არანაერი დარღვევები და ინფექციები. ვიყავი 5 კვირის. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სხვა გზა არ მქონდა ჩემთვის ეს იყო დიდი საშინელება და როგორც ვხვდები ვიმყოფები სტრესში რამეთუ დამეწყო დეპრესია, გამუდმებით მაწუხებს დანაშაულის შეგრძნება, ვარ გაღიზიანებული და გამიჩნდა შიში იმისა, რომ ვეღარ შევძლებ დაორსულებას. ამის ფონზე აბორტის გაკეთებიდან 16 დღე მქონდა სისხლდენა, შემდგომ შემიმიცირდა და მქონდა გამონადენი რომელსაც ხანდახან მოყვებოდა კოლტები თუმცა ყოველდღიური საფენები საკმარისი იყო (საშუალოდ 3-ს ვხარჯავდი დღეში). სამი დღეა მცირე სისხლდენაც შეწყდა და შევნიშნე გამონადენი რომელიც თავიდან ყავისფერი იყო ახლა კი მუქი ყვითელია და შიგადაშიგ სისხლნარევი (ვარდისფერი). მაქვს მუცლის ქვედა ნაწილში წამოვლითი სახის ტკივილები (მენსტრუაციულ ტკივილს წააგავს) და აბორტის შემდგომ დამჩემდა წელის ტკივილი. (განსაკუთრებით მიმწვავდება თუ ოთახში კონდიციონერია ჩართული). აბორტის შემდგომის აღდგენითი თერაპია არ დაუნიშნიათ. ექიმმა მითხრა ანთებასთან უნდა გვქონდეს საქმეო და დამინიშნა კომსულტაცია. გთხოვთ მიპასუხოთ რა სახის ანთებასთან შეიძლება მქონდეს საქმე და ასევე, ჩემი სიმპტომებიდან გამომდინარე რა შანსი არსებობს იმისა, რომ შემდეგში შესაძლოა აღარ დავრჩე ორსულად?

პასუხი
პირველი აბორტის შემდეგ დაახლოებით 10-15%-ში ვითარდება გართულება უშვილობის სახით. იმედი ვიქონიოთ, რომ თქვენ შემთხვევაში ეს არ მოხდება. რეპროდუქციული ფუნქცია უნდა აღდგეს ერთი ციკლის შემდეგ. სამომავლოდ კი ასეთი საქციელი აღარ ჩაიდინოთ.ფსიქოლოგიური სტრესის გადასალახავად შეგიძლიათ ფსიქოლოგს გაესაუბროთ. - დიახ, თქვენი ორგანიზმი ეხლა არის სტრესულ მდგომარეობაში, აბორტი ქალისთვის არის ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, ორგანული სტრესი, მაგრამ იმედია სწორი მოქმედებით გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. თქვენ მიერ აღწერილი გამონადენი შეიძლება გამოწვეული იყოს ინფქეციით, რომელიც აბორტის დროს ან მის შემდეგ განვითარდა, ანდა შესაძლოა მანამდე დაინფიცირდით სქესობრივი ურთიერთობის დროს და ახლა გამოიკვეთა სიმპტომები. ზუსტად რა ინფექციაა, ამის დადგენა შეიძლება ნაცხის ანალიზით და სისხლის სპეციფიკური გამოკვლევებით. ამ კვლევებს გინეკოლოგი დაგინიშნავთ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად