/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია
კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 20-06-2010
- ვარ 66 წლის. ორი წელია, მივიღე ინსულტი. ვმკურნალობ ექიმებთან, მაგრამ შედეგი არა მაქვს. სხეულის მარცხენა მხარეს მაქვს ტკივილები, ხან მიხურს, ხან მიბჟუის, ხანდახან ფეხი მიჩერდება. მირჩიეთ, რა წამალი მივიღო? რადგან მკურნალობა ინდივიდუალურია, გიგზავნით უფრო კონკრეტულად ქუთაისის დიაგნოსტიკურ დეპატამენტში დასმულ დიაგნოზს: თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, თავის ტვინის მრ. კვლევა საგიტალური, კორონალური და აქსიალური ჭრილებით თ1ტსე, თ2ტსე, ფლაირ, DჭI, GღE* რეჟიმების გამოყენებით. მიღებულ ტომოგრამებზე მარჯვნივ თალამუსში ისახება მცირე ზომის ენცეფალომალაციის უბანი, ირგვლივ გამოხატული გლიოზით. მარჯვნივ შუბლის წილში სემიოვალური ცენტრების დონეზე ისახება მცირე ზომის იშემიური ლეიკოენცეფალოპათიის კერები (ქრონიკული). გვერდითი პარკუჭები სიმეტრიულია, დილატაციის გარეშე. მე-3 და მე-4 პარკუჭები შუა ხაზზეა. მე-3 პარკუჭი მცირედ დილატირებულია. ბაზალური ცისტერნები დეფორმაციის გარეშე. კონვექსიტალური სუბარაქნოიდალური სივრცეები ორმხრივ შუბლ-თხემის არეში გაფართოებულია, გამოხატულია კორტიკალური ატროფიული ცვლილებები. ზომიერი ატროფიული ცვლილებები ვლინდება აგრეთვე ნათხემის ჰემისფეროებში. შუამდებარე სტრუქტურების ლატერალური ცდომა არ აღინიშნება. თურქული კეხი ისახება სწორი, მკაფიო კონტურებით, ჰიპოფიზის ქსოვილი განლეულია, ისახება თურქული კეხის ფსკერზე. ძაბრი შუა ხაზზეა, დაგრძელებულია. სუპრასელარული ცისტერნა მცირედ პროლაბირებს თურქულ კეხში. ორბიტები, ოპტიკური ქიაზმა და რეტრობულბური სივრცეები ხილული პათოლოგიის გარეშე. პარანაზალური წიაღები პნევმატიზირებულია. ორივე ჰაიმორის და მარჯვნივ სფენოიდალურ წიაღებში ლორწოვანი გარსები მცირედ გასქელებულია. დასკვნა: არსებული მრ. კვლევით ვლინდება ენცეფალომალაციის კერა მარჯვნივ თალამუსში. იშემიური ლეიკოენცეფალოპათიის კერები მარჯვნივ შუბლის წილში სემიოვალური ცენტრების დონეზე, კორტიკალური ატროფიები. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი
- სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვცემთ უფლებას ჩვენს თავს, რომ მკურნალობა დაგინიშნოთ საიტიდან ყოველგავრი კონსულტაციის გარეშე. თქვენი მკურნალობა უნდა წარმართოს კვალიფიციურმა ანევროლოგმა და გარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის მონაცემებისა, გათვალისწინებული უნდა იყოს რიგი სხვა ფაქტორები. ზოგადად კი, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა ძალიან ნელა უმჯობესდება და ეს ხანგრძლივი პროცესია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 23-06-2025
კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 13-06-2025

გამარჯობათ, მამაჩემს დაუდგინდა მოტორული ნეირონის დაავადება, ვიცით ინფორმაცია ამ დაავადებასთან დაკავშირებით თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. 2 კვირის წინ ღამით დაეწყო სუნთქვის უკმარისობა გადავიყვანეთ ჯეო კლინიკაში, დღემდე იქ გვიწევს გაუკეთეს ტრაქეოსტომია რადგან თავისით ვეღარ სუნთქავდა , იქ გვეუბნებიან რომ სტაბილურადააო თუმცა აპარატზეა დამოკიდებულიო იმ აპარატს არ იძლევიან და თუ გაქვთ თქვენ რაიმე ინფორმაცია თუ სად შეგვიძლია რომ ვიშოვოთ რომ გადმოვიყვანოთ სახლში.. უკვე 2კვირაზე მეტია საავადმყოფოში გვიწევს და მაგ აპარატის გარეშე ვერ გადმოვიყვანთ სახლში. იქ ექიმები გვეუბნებიან რომ თქვენ უნდა გაარკვიოთ მაგ აპარატზე ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებითო . აღარ ვიცით სად წავიდეთ ვის ვკითხოთ((

კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 17-04-2025

16 წლის ვარ, მაქვს სქოლიოზი. ბოლო პერიოდში შემდეგი სიმპტომები მაწუხებს: • წოლისას ზურგში მეწყება წვა, განსაკუთრებით ქვედა და შუა ზონაში. ეს წვა ხანმოკლეა, მაგრამ პერიოდულად მეორდება. ზოგჯერ საჯდომის მიდამოშიც იგრძნობა სითბო ან თითქოს ოფლიანობა, თუმცა სველი არ არის. • ღრმა სუნთქვისას მუცლის მარცხენა ქვედა მხარეს ვგრძნობ წვას ან დაჭიმვას, თითქოს შიგნიდან მექაჩება ეს ალბათ იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ყაზბობა მაქვს და თან დიარეა ოღონდ ძნელად და შეკრულად • ხანდახან ზურგის ზონაში გაბუჟებულად მიგრძნია, მაგრამ ეს არ არის ტკივილი — უფრო დისკომფორტი და წვაა. • ერთხელ ღამისას მოულოდნელი დიარეა მქონდა, ისე რომ მანამდე ვერ გავიგე მუცელში მოძრაობა ან შეტევის განცდა მოშარდვა რომ მინდოდა ამას ვგრძნობდი. • ზოგადად ზურგი ხანდახან “მეწვება”, და ხანდახან თითქოს უცნაურად მცხელა საჯდომში , ისე რომ არ მივიქცევი თავიდან ყურადღებას, მუცლის მოვლასთან ერთად საჯდომი მისველდება,და საჯდომის ადგილას სისველეს ვერ ვგრძნობ თუ მისველდება და მოსაქმება მინდა თუარა თითქოს მაგასაც და მუცელსაც მაგრამ თან ვგრძნობ გაბუჟებულივით არის ეს მოულოდნელად მქონდა მსგავსი არ მქონია ადრე არაფერი მინდა დავაზუსტო, ხომ არ არის ეს ნერვულ ზონასთან ან სქოლიოზის პროგრესთან დაკავშირებული, და ხომ არ მჭირდება დამატებითი კვლევა.

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები