გთხოვთ მირჩიეთ,როგორ ავიმაღლო მოტივაცია? სტუდენტი ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

30-05-2017

-გთხოვთ მირჩიეთ,როგორ ავიმაღლო მოტივაცია? სტუდენტი ვარ და მინდა ვისწავლო,კარგი ქულები მქონდეს, მაგრამ არაფრის ხალისი არ მაქვს,სულ მოწყენილი ვარ,თითქოს დეპრესიაში ვარ,ყველაფერი მეზარება.

პასუხი
-პირველ რიგში უნდა გაირკვეს, რა არის მოტივაციის დაკარგვის მიზეზი და რისი მიღწევა გსურთ თქვენ. მიზეზი შეიძლება იყოს: სტრესი, დეპრესია, საყვარელ ადამიანთან განშორება, სასმელზე ან წამლებზე დამოკიდებულება. რომელიმე ამ მიზეზის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ფსიქონევროლოგთან დროული ვიზიტი. მაგრამ ხშირად მიზეზი სიზარმაცეა და ამ უკანასკნელსაც აქვს თავის მიზეზები.
ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
<>შეხედეთ ყველაფერს ოპტიმისტურად. ხშირად სიზარმაცის და მოტივაციის დაკარგვის მიზეზი ხდება ის, რომ ადამიანი ყველაფერს უყურებს პესიმისტურად და თვლის, რომ ესა თუ ის საქმე მისთვის დაუძლეველია და არც კი ცდილობს მასთან შეჭიდებას. რასაკვირველია, შეიძლება იოლად არ გამოგივიდეთ ესა თუ ის საქმე , მაგრამ უნდა სცადოთ. გარდა ამისა, უნდა ისწავლოთ მარცხის ღირსეულად მიღება. მარცხი ხელის ჩაქნევის საბაბი კი არ უნდა გახდეს, არამედ დაფიქრების და ამ მარცხის გამომწვევი მიზეზების პოვნის. იქნებ კარგად არ მოინდომეთ ან იქნება ეს საერთოდ არ არის თქვენი საქმე და სხვა განხრით სცადოთ წარმატების მიღწევა? ყველა ადამიანს აქვს რაღაცის ნიჭი, მთავარია მიაგნო რა არის შენი და რა გეხერხება ყველაზე მეტად. ზოგის კარგად გამოდის ტექნიკური საგნების სწავლა, ზოგი ჰუმანიტარია, ზოგს არაჩვეულებრივად ეხერხება კულინარია, ზოგს-მცენარეები მოშენება, ზოგსაც კერვა ან ხეზე მუშაობა გამოდის კარგად და აშ. უნდა მიაგნო რა გამოგდის კარგად და მაშინ ამ საქმის საფუძვლიანად შესწავლა არც გაგიჭირდება და სიყვარულით გააკეთებ ამ საქმეს.
<>გამოყავით სამუშაო კუთხე, სულ მცირე ადგილი მაინც, სადაც მშვიდად შეძლებთ მეცადინეობას და აუცილებლად გათავისუფლდით ხელისშემშლელი ფაქტორებისაგან ანუ შეეცადეთ მოწყდეთ ყველაფერს, რაც ხელს გიშლით სამუშაოზე კონცენტრაციის მოხდენაში, იქნება ეს მუსიკა, ხმაური, ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი თუ სხვა რამ.
<> საათობრივად ჩამოწერეთ დღის რეჟიმი და აიძულეთ თავის, რომ არ გადაუხვიოთ მას. დღის რეჟიმში უნდა შედიოდეს მეცადინეობებიც და დასვენება- გართობაც. მაგრამ სამეცადინო ისე გადაანაწილეთ, რომ ყველაფრის კეთება ბოლო წუთში არ მოგიწიოთ. მაგალითად, თუ 6 საათის სამუშაო გაქვთ, დაყავით ის 2 საათიან მონაკვეთებად და გააკეთეთ მცირე შესვენებები მათ შორის. ასე უფრო გაგიადვილდებათ სამუშაოზე ფოკუსირების მოხდენა და მის შესრულებას უფრო სწრაფადაც შეძლებთ.
<>დააკვირდი წარმატებულ ადამიანებს-ცნობილია, რომ როცა ადამიანი აკვირდება სხვის წარმატებას, მეტად მოტივირებული ხდება. იპოვნეთ წარმატებული ადამიანი თქვენს სფეროში და ეცადეთ მისი წარმატება თქვენს მოტივაციად და ამბიციად აქციოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად