ისევ მოგესალმებით ჩემი მეუღლე გახდა ცუდად დეკემბერ... | ფსიქიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია

კატეგორია - ფსიქიატრია

18-04-2017

ისევ მოგესალმებით ჩემი მეუღლე გახდა ცუდად დეკემბერში არ ვამს არ ეწევა უცებ თქვა ცუდად ვარო მუცლის გაცხელებით მეწყებაო რაღაცაო თავში ადისო მერთმევა ძალაო ეგონათ მოწამლული და უკეთებდნენ გადასხმებს . რომ ვერაფერი გაიგეს მივიყვანე ნერვოპათალოგთან და მან დიდად დიაგნოზი ვერ გვითხრა კონრეტული და დაუნიშნა ბუსპირონი ,ბეტამაქსი ,სტიმულატონი და ტრუქსალი . არ მოუთხოვია არაფრის არც გადაღება და არც გამოკვლევები ,მე მაინც ჩემით გადავუღე ყველაფერი მთელი ირგანიზმი აბსოლიტურად მთელი ორგანოები ,ერთადერთი ისიც შემთხვევით აღმოაჩნდა გაიმორიტი ,გამოვიკვლიე სისხლი ჰემატოლოგთან ის სხვა მიმართულებით დაეჭვდა რაღაც პორფირია ხომ არ არისო რადგან მუცლიდან იწყება ეს ყველაფერიო და გერმანიაში გადაგვაგზავნინა ნაგროვები შარდი ისიც გამოირიცხა , გამოკვლეული გვქვს ფარისებრიც იქაც მშვიდობაა ,არც შაქარი არა აქვს ,დეკემბრის მერე ვსვით ეს წამლები და კარგად გავხდით ,ხოდა ამ თვეში ჩემმა მეუღლემ უთხრა ექიმს კარგად ვარო და იმანაც მოდი მოვხსნათო და მოხსნეს ნელნელა მე დიდად არ მესიამოვნა ამ მოკლე ხანში წამლის მოხცნა მაგრამ რას ვიზამდი ექიმი ისაა.ხოდა ბოლომდე რომ მოხსნა მაინც ვერ იგრძნო თავი ჩემა მეუღლემ კარგად და მითხრა ღამე., მეშინია არ შევიშალოო ,რაღაცა შიში იპყრობს ,სევდიანია ,თვალები ჩამქრალი ვერ ხსნის რა სჭირს თითქოს რაღაცა დაეტაკება გუნება განწყობაზე ,ამ ეტაზე მუცელს აღარ ახსენება არც მის გაცხელებას ,წამალს რომ ხსნიდა მეუბნებოდა გზაზე ბუგორზე რომ ამხტარხარ მანქანით და დავარდები ისეთი შეგრძნება მაქვსო .დავიწყეთ ისევ იგივე წამლები გუშინ .ჩემო კარგო ადამიანებო სასოწარკვეთილი ვარ აღარ ვიცი რა ვქნა ,დიანოზიც არ ვიცი ექიმისგან ,ვის მივმართო რა გავაკეთო კითხვაც არ ვიცი უკვე როგორ დაგისვათ 47 წლისაა ხშირად დაფრინავს კომფერენციებზე მეცნიერია იმასაც ვფიქრობ ფრენის დროს ხომ არ მიიღო სტრესი ზუსტად ბიშკეკში დამართვია პირველად რომ ჩაფრენილა . რა ვქნა მეგობრებო რამე მირჩიეთ ხანდახან ვფიქრობ კაცის კლიმაქსი რო არის ის ხომ არ სჭირს .აღარ ვიცი რა ვქნა .მადლობა რომ დრო დამითმეთ და წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისთვის .

პასუხი
- რადგან მკურნალობის ფონზე კარგად იყო, მოიხსნა ყველა ჩივილი და თავად უთხრა ექიმს, რომ უკეთ ვარო, ეს იმას ნიშნავს, რომ მკურნალობა სწორად იყო დანიშნული. ამ ტიპის პრეპარატების მოხსნას ძალიან ხშირად ახასიათებს ასეთი გართულებები. ამიტომ ექიმთან უნდა ყოფილიყავით მუდმივ კავშირზე და მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ისევ დაენიშნა მკურნალობა თუ სხვა პრეპარატები შეერჩია. დანიშნული პრეპარატების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენს მეუღლეს აქვს ნეირო-ფსიქიატრიული პათოლოგია, შფოთვითი აშლილობა, დეპრესიული სინდრომი. კონკრეტული დიაგნოზი ეწერება დანიშნულების ფურცელში, რომელსაც ექიმი მოგცემდათ. ამ დარღვევებს სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
კომენტარები
20 აპრილი 2017 18:06
ტელეფონს არ იღებს ეგ ექიმი არასდროს ,გუშინ ვიღაც ქალი გორიდან ჩამოიყვანა წამალმა რომ უკუვენება მისცა მაგის საკითხავად.
20 აპრილი 2017 17:36
არანაირი დიაგნოზი ბურდულაძეა ექიმი .სიმპტომები ჩამიწერა მარტო ნევროტონულობა და შფოთვა.ესაა მისი სულელური დიაგნოზი.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად