/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია
კატეგორია - დერმატოლოგია
თარიღი : 11-11-2016
-გამარჯობათ, ვარ 16 წლის ბიჭი, თმის ცვენა დამეწყო საკმაოდ, ბანაობის დროსაც და ისედაც თავზე რომ ხელს ჩამოვისობ საკმაო თმა მცვივა, საშინლად არმიმდა გამელოტება კომპლექსი მაქვს (დიდი შუბლი მაქვს) გენში კიმაქვს ისე ახლობლები რომლებიც ასაკშია არიან მელოტები მაგრამ ჩემს ასაკში?! გთხოვთ მირჩიეთ რა საშუალებებით შემიხლია თმის ცვენის შეჩერება (გინდ მედიკამენტებით გინდ ხალხური წედსებით მთავარია იმოქმედოს) მეგობარმა რაღაც იოდის შემცველი ტაბლეტები მირჩია იოდის ნაკლებობა იწვევსო თუ რაღაც მაგრამ ვერგავიგე რაწამალია ან საერთოდ თუ შეიძლება ჩემთვის, ძალიან გთხოვთ გარკვევით ამიხსნათ ყველაფერი და გადამაჭრევინოთ ესპრობლემა. პ.ს ექიმთან ვიზიტის რჩევა არმინდა მაგიტომაც ვპოსტავ აქ რომ გამოცდილი ექიმები ხართ, მადლობა წონასწარ.
პასუხი
-მიზეზის დადგენის გარეშე შეუძლებელია ეფექტური სამკურნალო ღონისძიებების გატარება. მიზეზის დადგენას კი გამოკვლევები ჭირდება.
გირჩევთ, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსარიცხად და სისხლის ანალიზი ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები.
გარდა ამისა, დერმატოლოგმა-ტრიქოლოგმა უნდა გამორიცხოს სებორეული ალოპეცია. სებორეული ალოპეცია გარდატეხის ასაკში იწყება. უმეტესად მამაკაცებს შორის არის გავრცელებული. თავდაპირველად თმის ცვენა ფიზიოლოგიურია. ამ დროს იმატებს კანის ცხიმოვნებაც -ყალიბდება ე.წ. (ფიზიოლოგიური სებორეა, რომელიც, ჩვეულებისამებრ, 2-5 წლის შემდეგ გაივლის და ცხიმის გამოყოფაც ნორმას უბრუნდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა პროცესი არ უკუვითარდება და ყალიბდება მყარი სებორეა, რომელიც სებორეულ ალოპეციაში გადაიზრდება. სებორეულ ალოპეციას ახასიათებს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერტროფია და კანის მიერ გამოყოფილი ცხიმის ხარისხის შეცვლა. ამ დროს აუცილებელია სებორეის მკურნალობა, რის შემდეგაც თმის ცვენის პრობლემა თავისთავად მოგვარდება.
შესაძლოა საჭირო იყოს ტრიქოგრამის გაკეთებაც, ტრიქოგრამა არის მიკროსკოპული კვლევის მეთოდი, რომელიც გამოიყენება თმის ზრდის სტადიების ობიექტური კვლევისათვის.  ტრიქოგრამა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ალოპეციის ტიპი, თმის ცვენის დინამიკა და შეფასდეს ჩატარებული მკურნალობის ეფექტი.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - დერმატოლოგია
თარიღი : 11-07-2025
კატეგორია - დერმატოლოგია
თარიღი : 30-04-2025

გამარჯობა! მოკლედ, ასეთი რამ მჭირს: უკვე თითქმის 2 წელია მაწუხებს ტუჩების სიმშრალე, ბოლო რამდენიმე თვე კი ტუჩების მუდმივი აქერცვლა, წვა, ხელი მეშლება საუბარში, სიცილში! ტუჩი მეჭიმება თუ არაფერი მაქვს წასმული! რამე თუ მაქვს წასმული, რამდენიმე ხნის შემდეგ მთელ ტუჩზე ესთეტიკურად საშინელი სანახავი ნადების სახით მრჩება და კანში ვერ აღწევს! ვიყავი 3 დერმატოლოგთან, პირველმა ომეგა 3 გამომიწერა, რომელსაც 2 თვეა ვსვამ!- შედეგი 0! მეორე ექიმმა კლინიკა კანში FotoFinder-ის აპარატით ჩამიტარა დიაგნოსტიკა, დამისვა ქეილიტის დიაგნოზი! დამინიშნა 1 კვირა გიოქსიზონის მალამო და ასევე ტუჩის აღმდგენი ბალზამი! არანაირი შედეგი! გავიკეთე ანალიზები ( D ვიტამინი, რკინა, სისხლის საერთო, გლუკოზა ) ყველაფერი წესრიგშია D ვიტამინის გარდა ( მაქვს 16,4 ) არაფერი არ მშველის აბსოლუტურად! დავლიე ადრეც ალერგიის წამლები, რადგან ვიფიქრე რომ ალერგიული იყო, მაგრამ არანაირი შედეგი არაა! რა გავაკეთო უკვე აღარ ვიცი, თვეებია უკვე ეს მდგომარეობა მიგრძელდება! როგორც ასეთი ტკივილი არ მაქვს, არც დამსკდარი, უბრალოდ მუდმივად, განუწყვეტლივ ჩნდება მკვდარი კანის კერები, მაქვს წვა თუ არაფერი მისვია და თუ მისვია ხანდახან მაშინაც! ყველაზე მეტად ეს მკვდარი კანი და ამ მკვდარ კანზე წარმოქმნილი ნადები მაწუხებს! მახსენდება ერთი რამ, დაახლოებით 2 წლის წინ გავიკეთე კბილების გათეთრება Zoom-ის აპარატით, რა დროსაც თავიდან მსუბუქად, შემდეგ კი საკმაოდ ამეწვა ტუჩი, პროცედურის მერეც მეწვოდა, მაგრამ ჩავთვალე რომ გაივლიდა მალევე! შეიძლება ამასაც რამე როლი ჰქონდეს ამ ყველაფერში? ადამიანს აღარ ვგავარ უკვე ისე ვარ ფსიქოლოგიურად აღარ შემიძლია, იქნებ რამენაირად დამაკვალიანოთ?

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები