! ვარ 21 წლის 6 თვეა რაც გავთხოვდი და ფეხმძიმედ არ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

09-11-2016

-გამარჯობა! ვარ 21 წლის 6 თვეა რაც გავთხოვდი და ფეხმძიმედ არ დავრჩენილვარ.ექიმთან ვიყავი ექოსკოპიაზე მითხრეს რომ ყველაფერი რიგზე მაქვს და მხოლოდ საშვილოსნოს ყელის ეროზია აღინიშნებოდა,გინეკოლოგმა გამსინჯა ნაცხის ანალიზიც ამიღო და მითხრა რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს.მხოლოდ მირჩია მაილენის სანთლები გამეკეთებინა,რადგანაც მცირე გამონადენი მაქვს საშოდან. გათხოვებამდე ციკლი დარღვეული მქონდა და ვმკურნალობდი ჰორმონალური დარღვევაც მქონდა და ექიმმა იარინა გამომიწერა ,დაახლოებით 5-6 თვე ვსვამდი და მომიესრიგდა.გათხოვების შემდეგ პირველი 2 თვე ციკლი არ მქონია,შემდეგ თავისით დალაგდა.რას მირჩევთ ვის მივმართო და რა გამოკვლევები ჩავიტარო რომ დავმშვიდდე რადგანაც უკვე ძალიან ვნერვიულობ. წინასწარ მადლობა

პასუხი
-რადგან მენსტრუაციული ციკლი მოწესრიგებლი გაქვთ და გინეკოლოგის კონსულტაციაც გაიარეთ, ამ ეტაპზე სანერვიულო არაფერი გაქვთ, უშვილობის პრობლემაზე საუბარია მაშინ თუ ერთი წლის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სექსუალური ურთიერთობის მიუხედავად არ დგება ორსულობა, ასეთ შემთხვევაში გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს როგორც ქალმა, ისე მამაკაცმა. გირჩევთ ნუ ინერვიულებთ, მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, იძინეთ დღეში არანაკლებ 8 შსაათისა, იკვებეთ ნორმალურად, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ყველაფერი კარგად იქნება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად