თუ მეორე ორსულობის პერიოდში ანტისხეულები არ არის ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

17-10-2016

-გამარჯობათ, თუ მეორე ორსულობის პერიოდში ანტისხეულები არ არის მომატებულია, აუცილებელია რეზუს იმუნოგამაგლობულინის გაკეთება ან ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის შემდეგ?

პასუხი
-რეზუს-კონფლიქტის პროფილაქტიკისთვის თუ ანტისხეულების ტიტრი მომატებული არ არის, ორსულობის 28-ე კვირას უნდა გაკეთდეს იმუნოგლობულინი . რადგან ამ ეტაპზე ნაყოფის რეზუსკუთვნილება არ არის ცნობილი, იმუნოგლობულინს უკეთდება ყველა რეზუსუარყოფით ქალს. მშობიარობის შემდეგ კი აუცილებად ისაზღვრება ნაყოფის სისხლის ჯგუფი და რეზუსი და თუ ნაყოფი რეზუსდადებითი აღმოჩნდა, მშობიარობიდან არა უგვიანეს 72-ე საათისა ინექცია მეორდება.
ინფორმაციისთვის! პირველი ორსულობისას დედის სისხლში ანტისხეულების კონცენტრაცია შედარებით ნაკლებია, ამიტომ ორსულობა უმეტესად ნორმალურად სრულდება. მაგრამ მშობიარობის, აბორტის, რეზუსდადებითი სისხლის გადასხმის შემდეგ, როცა უფროს შვილს აქვს RH+ სისხლი, დედის ორგანიზმში რჩება ერთგვარი მეხსიერების უჯრედები, რომლებიც მზად არიან, მომდევნო ორსულობისას სწრაფად გამოიმუშაონ ანტისხეულები. კონფლიქტის ალბათობა ყოველი მომდევნო ორსულობისას იმატებს. უფრო და უფრო იზრდება ანტისხეულების კონცენტრაცია.
დედის იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები რეზუსდადებითი ნაყოფის მიმართ იოლად აღწევს ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემაში და იწვევს მისი ერითროციტების დაშლას –ჰემოლიზს. ვითარდება ანემია, ჰიპოქსია. შედეგად დიდდება სისხლმბადი ორგანოები –ელენთა და ღვიძლი და ვითარდება მთელი რიგი პათოლოგირი პროცესები.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად