!ვარ 18 წლის. მაქვს მარჯვენა საკვერცხის ტკივილი. ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

01-10-2016

-გამარჯობათ !ვარ 18 წლის. მაქვს მარჯვენა საკვერცხის ტკივილი. დღეს ჩავიტარე გამოკვლევები. გადავიღე ექოსკოპია,ასევე სისხლის და შარდის ანალიზიც გავიკთე.სისხლის ანალიზში ყველაფერი წესრიგშია. გინეკოლოგიური გამოკვლევის მონაცემებს დავწერ.საშვილოსნოს ტანის ზომა47X40X43მმ, მოცულობა 42სმ,საშვილოსნოს ყელი 36X24მმ,საშვილოსნოს ექოსრუქტურა: ერთგვაროვნება,ენდომეტრიული სისქე 8მმ,მარჯვენა საკვერცხის ზომა 69X55X54მმ,მოცულობა 99,მარცხენა საკვერცხის ზომა 32X17X21მმ,მოცულობა6.მითხრეს,რომ მაქვს მარჯვენა საკვერცხეზე ყვითელი სხეულის კისტა ზომიტ 60X50მმ.მედიკამენტები გინეკოლოგს არ დაუნიშნია,ციკლს ველოდები დაახლოებით ერთ კვირაში და მითხრა მაგან უნდა გაწოვოსო და რამდენად შაშიშია თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ. ძალიან გთხოვთ

პასუხი
- ყვითელი სხეულის კისტა საკვერცხეში ფორმირებული ფუნქციონალური წარმონაქმნია, რომელის კედლები ყალიბდება ყვითელი სხეულის გარსიდან. მისი განვითარების მიზეზია ჰორმონალური დისბალანსი. იგი ყვითელი ფერის სითხით სავსე (ზოგჯერ სისხლიც ერევა) სქელკედლიანი წარმონაქმნია და როგორც წესი, მხოლოდ ცალ მხარეს ვითარდება. მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ოვულაციის (მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის ფაზა, საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გადმოსვლა) შემდეგ ფოლიკულის ღრუ კი არ იხურება და ივსება ყვითელი სხეულის უჯრედებით, როგორც ეს ნორმის ფარგლებშია, არამედ ფოლიკული იწელება და ივსება სეროზული სითხით. ყვითელი სხეულის კისტა იშვიათად აღემატება 3-4 სმ დიამეტრს. მას გლუვი ზედაპირი და ელასტიკური კონსისტენცია აქვს. ჩვეულებრივ ავადმყოფს ჩივილები არ აქვს და კისტას გინეკოლოგიური გამოკვლევების დროს აღმოაჩენენ ხოლმე. დიაგნოზის დასადგენად საკმარისია გინეკოლოგიური გამოკვლევის მონაცემები და ექოსკოპია.
გინეკოლოგი გადაწყვეტს, უნდა დაინიშნოს კონსერვატიული მკურნალობა თუ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. ყვითელი სხეულის კისტის ადრეულ ეტაპზე ტარდება მედიკამენტოზური მკურნალობა. კერძოდ, ინიშნება ჰორმონალური კონტრაცეპტივები, რომლებიც ხელს უწყობენ კისტის გაწოვას. ასეთი ავადმყოფები აუცილებლად დისპანსერული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ: დათვალიერებები ყოველ 2 თვეში უნდა ტარდებოდეს. თუ კისტა არ უკუგანვითარდება, ან შეინიშნება მისი ზომაში მატება, მაშინ საჭირო ხდება ოპერაციული მკურნალობა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად