მოგესალმებით. ჩემს შვიდი წლია გოგონას რამდენიმე კვ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
22-09-2016

-მოგესალმებით. ჩემს შვიდი წლია გოგონას რამდენიმე კვირაა იღლიაში აქვს ძალიან მძაფრი უსიამოვნო სუნი მიუხედავად ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით ზუსტად დაცვისა. ასევე აღენიშნება პირში უსიამოვნო სუნი, როდესაც შია. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის მიზეზი. გმადლობთ.

პასუხი
-პირიდან უსიამოვნო სუნს მიზეზის დასადგენად, რომელიც როგორც აღნიშნეთ მშიერზე იგრძნობა, ბავშვთა გასტროენტეროლოგთან ვიზიტრია აუცილებელი, შესაძლოა ეს მომატებულ სიმჟავესთან იყოს დაკავშირებული.
რაც შეეხება ოფლიანობას, გირჩევთ ბავშვი აჩვენოთ ენდოკრინოლოგს, პარალელურად დაიცავით ჰიგიენური პროცედურები ზედმიწევნით .
შეეცადეთ სამოსი შეურჩიოთ ნატურალური ქსოვილის. გოგონას ბანაობის შემდეგ იღლიებში სველი ხელით წაუსვით სოდა. ასევე გამოგადგებათ გამოგადგებათ საბავშვო ტალკი, კარტოფილის ფქვილი -თუ მათ პრობლემურ ადგილებზე მიაფრქვევთ, სისველეს შთანთქავს და სუნს ჩაახშობს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდის რაციონს, რომელიც დაბალანსებულად უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს და რაც მთავარია, მინერალურ ნივთიერებებს, კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირება უნდა იყოს მოწესრიგებული.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად