/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია
კატეგორია - დიეტოლოგია
თარიღი : 06-04-2016
-გამარჯობათ, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება, ვარ 24 წლის ბიჭი და ვარ ძალიან სუსტი როგორც სახით ისე სხეულით, მინდა რო მოვიმატო წონაში და იქნება რაიმე მირჩიოთ, ვარ 2 თვის ნაოპერაციევი კუჭის, მქონდა კუჭზე წამონაზარდი "პოლიპი", დამინიშნეს დიეტა მაგრამ დავარღვიე და ვჭამ ჩვეულებრივად,ოპერაციამდეც სუსტი ვიყავი, როგორც ასე მიყვარს ჭამა გვიან ღამით კიდე ვჭამ მაგრამ მაინც არ ვიმატებ წონაში, გთხოვთ მირჩიეთ რამე.
პასუხი
-პოლიპის ამოკვეთის შემდეგ პაციენტმა დიეტა უნდა დაიცვას ერთი თვის მანძილზე, შემდეგ უნდა გაიაროს ენდოსკოპიური შემოწმება და ექიმი გადაწყვეტს შემდგომი დიეტოთერაპიის გაგრძელების აუცილებლობას.
დიეტის დანიშვნა ხდება იმის გამო რომ დაიზოგოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა და გამოირიცხოს ქიმიური, მექანიკური და თერმული გამაღიზიანებელი ფაქტორები ოპერაციის შემდეგ. რადგან ამ პერიოდში კუჭ-ნაწლავის ტრაქტი განსაკუთრებით მგრძნობიარეა აგრესიული ფაქტორების მიმართ; პირველი ნაბიჯია მოწევაზე უარის თქმა;
ოპერაციის შემდგომ პერიოდში მენიუდან მთლიანად გამორიცხული უნდა იყოს შემდეგი პროდუქტები და კერძები:
შემწვარი, ცხარე და მარილიანი;
შებოლილი ძეხვეული და დელიკატესები, სანელებლები;
პური, ცხიმიანი ცომეული;
კერძი ბარდის და თეთრთავა კომბოსტოს შემცველობით;
ყავა და კოფეინის შემცველი სასმელები;
ნაყიდი, პაკეტის წვენები და გაზირებული სასმელი.
ნებადართულია:
შეზღუდული რაოდენობით უცხიმო ხორცი, ორთქლზე მომზადებული;
ლორწოვანი სუფები ყავისფერი ბრინჯით, ქერით და შვრიით მომზადებული;
წყალზე მომზადებული ფაფები (თეთრი ბრინჯის გარდა);
ბულიონი, მეორე ნახარში;
ხორბლის ფქვილის არატკბილი ორცხობილა;
ახალი ხაჭო, კეფირი და ნაღების კარაქი;
მაგარი შავი ჩაი, კისელი.
დიეტის პარალელურად საჭიროა ფერმენტული პრეპარეტების მიღება, ექიმის დანიშნულებით. იმისათვის რომ არ მოხდეს რეციდივი ანუ შემცირდეს რისკი ახალი პოლიპების წარმოქმნის, მენიუში უნდა შედიოდეს კალცის შემცველი პროდუქტი - რძე, რძემჟავა პროდუქტები, კომბოსტო, წითელი თევზი. კალციუმის ათვისებისთვის საჭიროა დ ვიტამინის შემცველი პრეპარატების მიღება, ექიმის დანიშნულებით.
უჯრედისთი მდიდარი პროდუქტი - ხილი, ბოსტნეული;
პროდუქტი ცხოველური ცხიმის მინიმალური შემცველობით;
სუფი და სალათები მცენარეული ცხიმის (ზეთების) დამატებით;
ანტიოქსიდანტების შემცველი პროდუქტები; მწვანე ჩაი ყოველდღიურად.
მხოლოდ ექიმის რეკომენდაციების შესრულებით არის შესაძლებელი შემცირდეს რეციდივის რისკი, როგორც უკვე გითხარით.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - დიეტოლოგია
თარიღი : 12-06-2025

გამარჯობა. ვარ 26 წლის მამაკაცი. ბოლო 2 წლის განმავლობაში არასწორი კვებითა და არაჯანსაღი ძილით 10 კილოგრამზე მეტი მოვიმატე. დავკარგე საკუთარის თავის პატივისცემა და თვითშეფასება. აღარ შემიძლია ამ ტყავში ცხოვრობა. მჭირდება ადამიანი ვინც, მეტყვის ჩემს სიმაღლეზე ასაკზე და სხვა ფაქტორებსე დაყრდნობით - ყველაფერს ჯანსაღი კვებასა და სწორი ცხოვრების შესახებ, რათა დავიკლო ეს 10 კილოგრამი და ცზიმის პროცენტულობა შევამცირო სხეულზე. მჭირდება ადამაიანი, ვინც დამიწერს კვებას და ა.შ დავუსვამ კითხვებს და შემამეცნებს კიდეც. აქედან გამომდინა, ვინ არის ჩემი ექიმი? ვერ გავერკვიე. დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი თუ ენდოკრინოლოგი? ვისთან ჩავეწერო და ვის მირჩევდით? მადლობა.

კატეგორია - დიეტოლოგია
თარიღი : 28-04-2024

-გამარჯობა. გახლავართ 25 წლის მამაკაცი. 186 ვარ სიმაღლეში მაქვს ათლეტური აღნაგობა და მოზარდობიდან აქამდე ვიყავი სტაბილური 83-86 კილოგრამი. თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა არსაიდან გადავცდი 90 ს. არადა, ცხოვრების წესი არ შემიცვლია, არც კვება და რაციონი შემიცვლია. არაფერი საერთოდ. ეს ფაქტი კი ძალიან მთრგუნავს და მაწუხებს. ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს? სწორი დიაგნოზის დასასმელად კი უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით ჩემი თავის, განვლილი დროისა და ჩემი ყოველდღოურობის შესახებ: ძირითადად სახლში ვარ. ღამით დაახლოებით 2-3 საათზე ვიძინებ (ახლა და ამჟამად). დილით 10 ის ნახევარზე ვდგები. ასე თუ ისე ჯანსაღად ვიკვებები (შემწვარი ომლეტი, ყველი, კიტრი-პომიდვრის სალათი, შემწვარი კარტოფილი, არაჟანი. საქონლისა და ქათმის შემწვარი ხორციც, მაშინ, როცა არ ვარ მარხვაზე). უბრალოდ, ხანდახან შუაღამის საათებში ლუდს ვსვამდი და ჩიფსებს ვჭამდი წინა რამოდენიმე თვის განმავლობაში. გამომრჩა 1 მნიშვნელოვანი ფაქტი: დღე და ღამე მქონდა არეული ბოლო 2 თვის განმავლობაში. ღამე მეღვიძა და დღე მეძინა ხოლმე. (თუმცა ეს პირველად არ მომხდარა და წონის მომატებაზე ჰწონია ეფექტი ამ ყოველივეს). და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფაქტი, ის არის, რომ არ ვჭამდი, პირდაპირი მნიშვნელობით. ვგულისხმობ, რომ დილას ვიღვიძებდი, გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმი მთხოვდა საჭმელს, არ ვაწვდიდი, მუცელი მტკიოდა და მეწვოდა შიგნიდან შიმშილის გამო და ვიდრე ვინმე ოჯახის წევრი არ გამიმზადებდა საჭმელს მანამდე ასე მშიერი ვიყავი დილიდან ზუსტად საღამომდე და თანაც ამხელა შიმშილის ფონზე შემდგომ ერთ ჯერზე საკმაოდ ბევრს ვჭამდი ასეთი რეჟიმით, საერთოდაც შეიძლებოდა დღეში ასე მეჭამა 1 ხელ მხოლოდ და მეორე დღესაც იგივე გამემოერებინა. დღეში 1 ხელ და დიდი პორციის მირთმევა (ეს მდგიმარეობა დეპრესიის გამო მქონდა) თუმცა, საქმე ისაა, რომ ასეთი ჩავარდნები ცხოვრებაში ხშირად მქონია, თუმცა წონის მომატების საფუძველი არ გამხდარა. დაახლოებით 2 კვირაა ნორმალურ რეჟიმში ვარ. ღამე დაახლოებით 2-3 საათზე ვიძინებ და დილას 10 ის ნახევარზე ვიღვიძებ. დღეში მინიმუმ სამჯერ ვჭამ მცირე პორციებს, თანაც უმადოდ, თუმცა წონას სამწუხაროდ კვლავ ვიმატებ. სულ ეს არის. რისი თქმა შეგიძლიათ?

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები