-რა თქმა უნდა, ბავშვი შეიძლება იყოს ჭიებით ინვაზირებული,
ანტიპარაზიტული მკურნალობა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს ოჯახის ყველა წევრს. პროფილაქტიკის მიზნით კურსი მეორდება 3 კვირის შემდეგ (ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ უკვე დადებული კვერცხებიდან ახალი ჭიები გამოიჩეკონ). საწოლისა და პირადი თეთრეული უნდა გამოიცვალოს ყოველდღე, ნახმარი უნდა გამოიხარშოს და დაუთოვდეს ორივე მხრიდან, სახლი დალაგდეს სველი წესით. თუ შინაური ცხოველები გყავთ და მათთან განშორება გიჭირთ, სრული ანტიჰელმინთური მკურნალობა მათაც ჩაუტარეთ.
მკურნალობის დასანიშნად პარაზიტოლოგს უნდა მიმართოთ.
ინფორმაციისთვის! პარაზიტებით ინვაზიის გზებია მჭიდრო კონტაქტი მიწასთან, ადამიანის განავლით დაბინძურებულ ნებისმიერ ნივთთან, დაბინძურებული და სათანადოდ დაუმუშავებელი წყლის, მწვანილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტის მიღება.
მიმღებლობა განსაკუთრებით მაღალია ბავშვებში.
პირიდან კვერცხები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. აქ კვერცხის გარსი იშლება, ლარვა ნაწლავის კედელში ჩაინერგება, გაივლის მას და სისხლთან ერთად ღვიძლისა და ფილტვებისკენ მიემართება, სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნერწყვთან ერთად კვლავ კუჭსა და ნაწლავებში ბრუნდება.
მიგრაცია 10-15 დღეს გრძელდება. ნაწლავებში მოხვედრილი ლარვა 2 თვეში მწიფდება და კვერცხის დებას იწყებს.
დამატებითი რჩევები ნახეთ ბმულზე
http://www.mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/parazitologia/1688-2010-01-14-15-51-02.html