მაქვს ასეთი შეკითხვა: მაქვს ნევროზი. ორი თვეა ვმკ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

18-03-2016

- მაქვს ასეთი შეკითხვა: მაქვს ნევროზი. ორი თვეა ვმკურნალობ ნევროლოგთან. ვსვამდი ბუსპირონს და ბეტამაქს. დაახლოებით სამი კვირის წინ გათავების დროს გულმკერდის არეში ტკივილი ვიგრძენი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოსდა ჯანგბადი არ მიეწოდებოდა გულს, ასევე შარდზე გასვლის დროს ანალოგიურად მემართებოდა მაგრამ არა იმ სიმძაფრით რაც სექსუალური აქტის დროს. გავესინჯე კარდიოლოგს და გულზე არანაირი პრობლემა არ მაქვს. ახლა ვსვამ რექსეტინს რომელიც კარდიოლოგმა გამომიწერა(დღეში 1/2 აბს) . ასევე მჭირს მიოზიტი გულმკერდის არეში და ამის გამო ვიგებ კოდიფენ ნეიროს. ჩემი კიტხვა შემდეგში მდგომარეობს: 1. ნევროლოგის მიერ დანიშნულ ბეტამაქს და ბუსპირონს აღარ ვიღებ ,რადგანაც კარდიოლოგმა რექსეტინის მიღება მირჩია და რექსეტინს ვსვამ- მაინტერესებს რამდენად სწორად ვიქცევი? 2. გათავების დროს გულმკერდის არეში ტკივილი არის თუ არა ნევროზის ან მიოზიტის ბრალი? მადლობა წინასწარ.

პასუხი
- ჩვენი რჩევაა, შეათანხმოთ მკურნალობა ფსიქონევრლოგთან. რაც შეეხება ტკივილს, მისი მიზეზი მიოზიტი შეიძლება იყოს, თუკი იგი ვითარდება  უშუალოდ მტკივანი ადგილის გაჭიმვით, ფიზიკური ზემოქმედებით. შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს ორგაზმის მომენტში არტერიული წნევის ციფრების მატებითაც. პერიოდულად აკონტროლეთ არტერიული წნევა და შეაფასეთ გაქვთ თუ არა მატებისკენ ტენდენცია. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად