ჩემს მეგობარს აწუხებს შუბლის მიდამოში ტკივილები,რ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

10-11-2015

- ჩემს მეგობარს აწუხებს შუბლის მიდამოში ტკივილები,რაც შემდეგ თავის ტკივილშიც გადადის,შეიძლება ზოგჯერ თავბრუს ხვევაც მოყვეს ამ ყოველივეს.ზოგადად ძალიან დატვირთული რეჟიმით მუშაობს და გადაღლილიც არის,მაგრამ ეს შუბლის მიდამოში ტკივილი,რომელიც მერე თავის ტკივილშიც გდადის,რა შეიძლება იყოს ან ვის მივმართოთ?ძირითადადთ შუადღით ან საღამოთი სტკივდება ხოლმე.ანალიზები გაიკეთა, და სისხლში ყველაფერი ნორმაშია.25 წლის ბიჭია,წნევებიც არ აწუხებს.მისი პრობლემა დატვირთული სამუშაო გრაფიკია მხოლოდ.პირადად ვფიქრობ რაიმე სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემა ხომ არ იქნება?მაგრამ სისველე და ჩამონადენი არ აქვს ცხირიდან,შეიძლება გაიჭედოს ხოლმე ცხვირში.იქნებ დაგვაკვალიანოთ.არ ვიცი ვის მივმართოთ,მადლობთ

პასუხი

- თავის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი, თანამედროვე კლასიფიკაციით, ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა:
1. თავის ტვინის ორგანული დაავადებები და თავზურგტვინის სითხის დინამიკური მოშლილობები. მათ მიეკუთვნება: თავის ქალას ტრავმები - ტკივილი ლოკალიზებული ან ზოგადია და შედარებით ცუდად ემორჩილება მკურნალობას; თავის ტვინში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები - ტკივილი, ჩვეულებრივ, დილაობით ძლიერდება, ერთვის გულისრევა და ღებინება; თავის ტვინის ანთებითი დაავადებები (მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი).
2. სისხლძარღვოვანი მიზეზები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჰემიკრანია (შაკიკი), ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და არტერიული ჰიპერტენზია.
3. ფსიქოგენური მიზეზები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაძაბვისა და ასთენიის თანმხლებ თავის ტკივილს.
4. არატვინოვანი მიზეზები. ეს ყველაზე დიდი ჯგუფია. მას ეკუთვნის:
•    კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
•    ნებისმიერი ბუნებისა და ლოკალიზაციის ინფექციური დაავადება, რომელთა 40% თავის ტკივილის მწვავე შეტევებს იწვევს, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც თავის ტკივილის შეტევით იწყება;
•    მედიკამენტური თავის ტკივილი (ამ მხრივ აღსანიშნავია ორალური კონტრაცეპტივები, ნიტრატები, კოფეინი);
•    მეტაბოლური მოშლილობები (ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია, დიალიზი და სხვა);
•    ენდოკრინული მოშლილობანი (აკრომეგალია,  ჰიპოთირეოიდიზმი,  წინარემენსტრუალური სინდრომი, იდიოპათიური შეშუპება);
•    თავის ქალას, კისრის, თვალის, ყურის, ცხვირის, ცხვირის დანამატი წიაღების, კბილების, პირის ღრუს პათოლოგიები.
სწორედ ამიტომ, ჩვენი რჩევაა, პირველ რიგში მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც გასინჯვისა და გამოკვლევების საფუძველზე დასვამს დიაგნოზს და მოგცემთ შესაბამის მკურნლობას ან გადაგამისამართებთ სპეციალისტთან.  

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად