... 24 წლის ვარ...94 კილო.170 სიმაღლეში.ერთი შეხედ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

06-11-2015

-გამარჯობათ... 24 წლის ვარ...94 კილო.170 სიმაღლეში.ერთი შეხედვით არ მეტყობა იმდენად წონა რამდენიც ვარ მაგრამ ფაქტია კატასტროფას ვიწონი.ბევრს არ ვჭამ.სამსახური მაქვს ისეტი 12 საათი თითქმის ვზივარ...ვგრძნობ დღითიდღე ვსუქდები ან ვსივდები...ისედაც ძნელად ვიკლებდი როცა ვვარჯიშობდი ან ბევრს დავდიოდი...ეხლა ვერცერთს ვერ ვაკეთებ.ფეხები სულ პუტკუნა მქონდა მაგრამ ეხლა ვფიკრობ ერთ ადგილზე ჯდომამ უფრო სავალალო შედეგი მიმაღებინა.ვერანაირ ფეხის კუნთების ვარჯიშს იქ ვერ გავაკეთებ რადგან ისეთი სიტუუაციაა ვერ მოვახერხებ.რა ვქნა?არაფერს ისედაც არ ვჭამ,უბრალოდ მოდუნებული ვარ და ეგ მასუქებს უფრო ალბათ.იქნებ რამე მირჩიოთ ეფექტური დიეტა რომელიც არ მავნებს...1 დადებითი მაქვს სისხლის ჯგუფი და ერთი ლუკმაც კი მერგება მგონი.ველოდები მოთმინებით თქვენს პასუხს.

პასუხი
-თავიდანვე გეტყვით, რომ რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული სიმსუქნე, ცხოვრების წესის მოწესრიგების გარეშე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ. ამ ეტაპზე კი სასუველია მიმართოთ დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგა და ჩაიტაროთ გამოკვლევები, რადგან სიმსუქნე შეიძლება იყოს პირველადი, რომელიც ცხოვრების არასწორი რეჟიმითაა გამოწვეული და მეორეული, სხვადასხვა ორგანული ავადმყოფობით გამოწვეული (ჰიპოთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლების ზოგიერთი ჰორმონის სიჭარბე ან კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონ ინსულინის სიჭარბე).
დიეტის შედგენა საიტიდან დაუშვებელია, ზოგადი პრინციპი კი ასეთია: სხეულის მასის დარეგულისრებისთვის აუციულებელია რეგულარული, წილადობრივი კვება, საკვების ყოველ 3-4 საათში მიღება შიმშილის გრძნობის გაკონტროლების და პორციის ზომის დარეგულირების საშუალებას იძლევა. აუცილებლად დაიწყეთ დილა საუზმით. ბოლო კვება რეკომენდებულია დაძინებამდე 4 საათით ადრე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად