მოგესალმებით, მაქვს პატარა და შეიძლება ძალიან დიდი... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

04-09-2015

-მოგესალმებით, მაქვს პატარა და შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა. სექსუალური ცხოვრება დავიწყე 6თვის წინ, მას შემდეგ ჩემს პარტნიორთან სულ რამდენჯერმე მქონდა ურთიერთობა დიდი (10-20 დღიანი) ინტერვალებით. შემდეგ საკმაო დრო არ მქონია არაფერი. ახლა 3 დღის წინ ისევ დავიწყე და მაქვს ისევ ტკივილი, რომელსაც ვაბრალებდი დეფლორაციის შემდგომ არასაკმარის სიხშირეს აქტებისა. როდესაც სასქესო ორგანოს შესვლა ხდება სხეულში, ვგრძნობ გასაძლებ, თუმცა საკმაო ტკივილს და ინსტინქტურად გავურბივარ მას. ვფიქრობ, ხომ არ არის ეს ვაგინიზმი? ასევე, საკმაოდ მიჭირს ორგაზმის მიღწევა და არასოდეს მქონია ვაგინალური ორგაზმი. იქნებ მიშველოთ?! წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი
-საიტიდან თქვენი პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, პირველ რიგში გინეკოლოგს უნდა მიმართოთ, გასინჯვა/გამოკვლევის შემდეგ დადგინდება რამდენად არის დაკავშირებული თქვენი ჩივილი გინეკოლოგიურ პათოლოგიებთან (სქესობრივი კავშირის დროს ტკივილი შეიძლება გახდეს ანორგაზმიის მიზეზი. ), თუ ამ მხრივ რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლინდა, მაშინ დაგჭირდებათ სექსოპათოლოგთან ვიზიტი.
რაც შეეხება ანორგაზმიას, ორგაზმის შეგრძნება დამოკიდებულია თქვენს განწყობებზე, წინაპირობებზე, მზაობის ხარისხზე, და ა.შ. ორგაზმის განცდა თანდათან მოდის, ამისათვის გჭირდებათ დრო და ერთმანეთის ეროგენული ზონების შესწავლა ან წყვილმა უნდა მიმართოს სექსოპათოლოგს. წყვილი ინდივიდუალურია და მიდგომაც ინდივიდულაური ჭირდება შედეგის მისაღებად.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად