ვარ 17 წლის 1.68 60 კილო მინდა 5 კილო მაინც მოვ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

09-07-2015

-გამარჯობათ ვარ 17 წლის 1.68 60 კილო მინდა 5 კილო მაინც მოვიკლოო ვაკეთებ ვარჯიშებს სახლის პირობებში და მიერჩიეთ რაიმე დიეტა ძალიან გთხოვთ რომ უფრო მალე დავიკლო

პასუხი
-გამორიცხეთ კვებითი რაციონია ცომეული, ტკბილეული, ცხიმები, მიირთვით ხილი და ბოსტნეული რძის პროდუქტები, მოხარშული უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი ხორცი. ივარჯიშეთ და დაკავდით სპორტის რომელიმე სახეობით.
მოზარდი სრულფასოვნად უნდა იკვებებოდეს, მოთხოვნილებისამებრ იღებდეს ვიტამინებსა და მინერალებს. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხილი, ბოსტნეული, ცილებით მდიდარი საკვები: ხორცი, ხაჭო, თევზი, რძე.
აუცილებელია სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი - და ორი დამატებითი ხილის ხარჯზე.
საუზმე მთავარია. ის, რასაც დილით ვიღებთ, განსაზღვრავს მეტაბოლური აქტივობის ტემპს მთელი დღის განმავლობაში. საუზმედ გირჩევთ ბურღულის ფაფას, ცეხვილი პურის ტოსტებს.
სადილად, კარგი იქნება, თუ მიირთმევთ წვნიანს, ბოსტნეულს, ქათმის, ინდაურის თეთრ ხორცს.
ვახშამი ყველაზე მსუბუქი უნდა იყოს.
და ბოლოს, დიეტა უნდა დანიშნოს დიეტოლოგმა, თქვენი ფიზიკური მონაცემების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
გახსოვდეთ, რომ "სასწრაფოდ" წონის დაკლება დაუშვებელია - სწრაფად დაკარგულ კილოგრამებს სწრაფადვე აღიდგენთ და უფრო მეტადაც მოიმატებთ წონაში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად