მოგესალმებით! სახეზე მაწუხებს ე.წ ''პრიშიკები'' მი... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

19-06-2015

-მოგესალმებით! სახეზე მაწუხებს ე.წ ''პრიშიკები'' მიტოვებს შემდეგ ნაწიბურებს, ვხმარობ ზინერი შედარებით გამიომჯობესდა სახის კანი და მაინტერესებს სკინორენის მალამო თუ აალაგებს ამ ნაწიბურებს? მადლობა წინასწარ

პასუხი
-სკინორენი არის აკნესა და ჰიპერპიგმენტაციის სამკურნალო საშუალება,მაგრამ გახსოვდეთ, აკნეს შემდეგ დარჩენილ ლაქებზე მალამოების გამოყენება ზაფხულში არ არის რეკომენდირებული. რაც შეეხება აკნეს შემდეგ დარჩენილ ნაწიბურებს, საკმაოდ ხშირ პრობლემას წარმოადგენს. მათი მოშორება შესაძლებელია დერმატოლოგის დანიშნულებით, მეზოთერაპიული და პლაზმოთერაპიული პროცედურებით, რომლის დროსაც კანში ინექციების საშუალებით შეგვყავს სამკურნალო, მარეგენირებელი, დამატენიანებელი საშუალებები.
რაც შეეხება სახლში გამოსაყენებლ საშუალებას არსებობს ნაწიბურის საწინააღმდეგო საშუალებები. ესენია - კონტრაქტუბექსი, დერმატიქსი, ციკატრიქსი. უნდა იხმაროთ რომელიმე მათგანი (წაისვით თხლად დანაწიბურებულ კანზე დღეში ერთხელ), მაგრამ საკმაოდ ძვირად ღირებული პრეპარატებია, შედარებით იაფია კონტრაქტუბექსი. მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია ხანგრძლივი მკურნალობა: ახალ ნაწიბურებზე 6 თვე, ძველზე - 12 თვე, 2-ჯერ დღეში, თხლად. სასურველი შედეგის  მისაღებად მაინც ესთეტიკურ ცენტრებს მიმართოთ უმჯობესია.
კომენტარები
29 ოქტომბერი 2016 16:18
Gamarjobat,magqvs saxeze gamonayari da shemdeg mrcheba laqebat da amokbechilebat namucukari gtxovt mirchiot raime sashualeba.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად