მადლობა ასეთი კეთილი საქმის კეთებისთვის. ჩემს კით... | ქალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ქალი

კატეგორია - ქალი

08-06-2015

- მადლობა ასეთი კეთილი საქმის კეთებისთვის. ჩემს კითხვას კი აქედან დავიწყებ, 1 წლის წინ ემოციურ ფონზე დამემართა ვეგეტონევროზი და ვმკურნალობდი ნევროპათოლოგთან, დამეწყო შიშები და მოვიარე თითქმის ყველაფრის ექიმი, ყველაფერი ნორმაში მაქვს. ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, მაგრამ ბოლომდე ვერ განვიკურნე, ხშირად ვეძებ ხოლმე სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს საკუთარ თავში და ეს სრულფასოვანი ცხოვრების უფლებას არ მაძლევს, ძალიან დავიღალე. დაახლოებით 4 თვის წინ ვიყავი მამოლოგთან, რადგან ლაქტაციის შემდეგ რძე მქონდა დარჩენილი ძუძუში, დამინიშნა მკურნალობა და 3 თვის შემდეგ რომ მივედი ყველაფერი ნორმაში მქონდა ექოსკოპიაც გადავიღე. პროლაქტინი ცოტა მომატებული მქონდა ისევ, მაგრამ მამოლოგმა მითხრა, რომ ესეც ნევროზისგან იქნება გამოწვეულიო და თავი ხელში აიყვანეო. რომ ჩამოვედი, ძუძუზე (ისევ დაკვირვებების და სიმპტომების ძებნის შედეგად)პატარა კანქვეშა მუწუკივით შევნიშნე ბეწვი საიდანაც ამოდის იმ ადგილიდან და ხელის ოდნავი დაჭერით ამოვიდა ცხიმი თეთრი ფერის, მერე ეტყობა ფორი დარჩა ისევ ღია და ისევ 1 თვის მერე ჩადგა და კიდევ ამოვიღე. პირველად რომ ამოვიღე იმის მერე ვიყავი მამოლოგთან და ეხოც იმის მერე გადავიღე, მაგრამ დამავიწყდა მეკითხა მამოლოგისთვის, ეხოზე ხომ გამოჩნდებოდა რამე რომ ყოფილიყო? და მაინტერესებს რამდენად საშიშა ასეთი ტიპის მუწუკი, ძალიან მეშინია მკერდის დაავადებების? დიდი მადლობა და ბოდიშით ამხელა კითხვისთვის. 23 წლის ვარ, 3.6 წლის შვილი მყავს, 1,7 თვე ვაჭამე ძუძუ, (მამოლოგმა მითხრა კიდევ 3 თვე შეხედე და თუ ისევ გქონდა მომატებული პროლაქტინი ჩამოდიო, მაგრამ მეტი რა გითხრა აღარ ვიციო, დოსტინექსი დამინიშნა პირველ ჯერზე 7 აბი და 3 თვე ეპოვექსს ვსვამდი, მეორე ჩასვლაზე 3 თვის შემდეგ 1 აბი ბრომოკრიპტინი 1თვე, მაგრამ აღარც ამდენი ჰორმონალური წამლის დალევა მინდა, მით უმეტეს თუ პროლაქტინი ნევროზისგან მომემატა.

პასუხი
- გადაამოწმეთ და აიღეთ წესების სრული დაცვიტ და მომატების შმეთხვევაში, აუცილებლად საჭიროა ნთურქული კეცხის გამოკვლევა. ამ საკიხტში უკეთ გარკვევისათვის გაეცანით ჩვენს ვბე გვერდზე მარიკა დვალის სტატიას „პროლაქტინი“ 
http://www.mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/endokrinologia/3277-prolaqtini.html?start=1
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად