რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- 17 წლის ვარ და უკვე ერთი წელია რაც წელი გამუდმებიტ მტკივა . ძალიან გთხოვთ იქნებ უფრო გასაგებ ენაზე ამიხსნათ აქ აღწერილი დიაგნოზი. ჩატარებულ იქნა ხერხემლის სვეტისა და ტვინის ხილული ნაწილის მ.რ.ტ კვლევა. მიღებულ ტომოგრამებზე წელის ფიზიოლოგიური ლორდოზი გასწორებულია. მალთა სხეულების სტრუქტურა მეტწილად ჰომოგენურია , ალაგ აისახება ფრაგმენტული , ცხიმის ინტენსივობის ჩანართები. წელის სეგმენტებში მალების სხეულების მომიჯნავე კრანიო-კაუდალური ჩამკეტი ფირფიტები იოლად დეფორმირებულია. მალების სხეულების ვენტრალური კიდეები მცირედ წამახვილებულია. წინა გასწვრივი იოგი მთელს სიგრძეზე ზომიერად გასქელებულია. ფასეტური სახსრები,ყვითელი იოგები გამოხატულია პათოლოგიის გარეშე წელის მალთაშუა დისკები ისახება ნორმალური, ჰიპერინტენსიური სიგნალებით. ლ4, ლ5 დისკები გაფართოებულია ცირკულარულად 2-2,5მმ_ით, ლ4 დისკის დონეზე ნევრალური არხების s>D ზომიერი შევიწროვებით, L5 დისკის დონეზე დორსომედიალური სიჭარბით, დურალურ პარკზე იოლი ზეწოლით. ზურგის ტვინი ჰომოგენური სიგნალებით ისახება, კეროვანი დაზიანების გარეშეა. ზურგის ტვინის კონუსი ჰომოგენური სიგნალებიტ ისახება , ლოკალიზებულია Th12 დონეზე. ორმხრივ , გავა-თეძოს, მენჯ-ბარძაყის სასახსრე ნაპრალის მიმდებარედ, დორსალურად ისახება 2,0სმ-მდე ზომის , წილაკოვანი შენების , შემოფარგლული სითხური უბანი. ვლინდება კუდუსუნის კაუდალური სეგმენტის იოლი ვენტრალური დევიაცია . არსებული კვლევით ვლინდება იოლი სპონდილოზის მ.რ.ტ ნიშნები . L4, L5 დისკების ცირკულაური გაფართოება. ზურგის ტვინის კეროვანი პათოლოგია არ ვლინდება .
პასუხი
-ზემოთ აღწერილია ხერხემლის ოსტეოქონდროზის სურათი, გავა-თეძოს, მენჯ ბარძაყის სასახსრე ნაპრალის მიდებარედ არსებული კისტოზური წარმონამქნი, სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს დახმარებისთვის მიმართეთ ორთოპედს.