მოგესალმებით, დაახლოებით ერთი თვეა ბავშვს ღამით არ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

25-11-2014

-მოგესალმებით, დაახლოებით ერთი თვეა ბავშვს ღამით არ ძინავს კარგად ( 10 თვის არის ) , ხშირად ტირის და ძუძუს ვაძლევ, ჭამს, ჩერდება და ჩაეძინება. ისევ იგივე მეორდება ღამეში ალბათ 15 ჯერ.დღის ძილი კარგად ძინავს 2 ჯერ დღეში საათნახევარი ან 2 საათი. ღამით რატომ ვერ იძინებს? რა შეიძლება იყოს მიზეზი?როგორ მოვიქცე?

პასუხი
-ეცადეთ, პატარას დღის განმავლობაში ძილი ოდნავ დააკლოთ. სინჯეთ და ბავშვი ერთჯერად ძილზე გადაიყვანეთ, მაგრამ არა ძილის გახანგრძლივების ხარჯზე. თუ ძილი მოერია, აქტიურად გაართეთ. მაქსიმალურად გაუხანგრძლივეთ დრო მოდევნო დაძინებამდე და გააღვიძეთ 2 საათის შემდეგ. დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ენერგია დაახარჯვინეთ - ასეირნეთ, ათამაშეთ, ავარჯიშეთ.
მიაქციეთ ყურადღება მენიუს, კვება დღის მანძილზე უნდა ჰქონდეს ასაკის შესაბამისი, რათა ძუძუს მოთხოვნა ღამით არ იყოს ასეთი ხშირი, გაიტვალისწინეთ რომ ერთი წლის ასაკის შემდეგ ღამე ძილში კვება არ არის რეკომენდებული, ამიტომ თანდათან უნდა გადააჩვიოთ ძილში კვებას, ეცადეთ ბავშვმა ძუძუ კვებისათვის მოითხოვოს და არა წოვისათვის, წოვისათვის არსებობს საწოვარა. ღამის ძილის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზი, თუ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ არსებობს, საწოლი ოთახის თბილი და გამომშრალი ჰაერია.
გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი დიდ ენერგიას ხარჯავს სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ამიტომ ეცადეთ, მეტისმეტად თბილად არ ჩააცვათ. ნურც ოთახს გაათბობთ ზედმეტად. საწოლი ოთახი წინასწარ მოამზადეთ - გაანიავეთ, დაალაგეთ სველი წესით. ძილისთვის იდეალურია 18-20 გრადუსი ტემპერატურა და 60-70% სინოტივე. ასევე კარგია ძილის წინ თბილი აბაზანა.
- ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: დაძინების წინ რუტინული, ერთიდაიგივე აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის ძილს. ეცადეთ შეარჩიოთ და ყოველი ძილის წინ გაიმეოროთ რუტინული ქცევები, მაგალითად: ბანაობა, ნაკლებაქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა. ძილისწინა რუტინა შეგიძლიათ დაიწყოთ ვახშმით, შემდეგ გადახვიდეთ დაბანაზე, შემდეგ – ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მოქმედებათა თანმიმდევრობა.
- საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი გარემო: პატარას კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის სუსტი სინათლე, არ ცხელა და სიმშვიდეა.
- მაგრამ არ დაგავიწყდეთ პედიატრთან კონსულტაციის ჩატარებაც და საჭიროების შემთვევაში, ბავშვთა ნევროპათოლგთან ვიზიტიც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად