ტობრექსს ერთი კვირა ვუშვევდი, მივაყოლე ალბუციდი, ა... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
28-10-2014

-ტობრექსს ერთი კვირა ვუშვევდი, მივაყოლე ალბუციდი, აღარ ეწირპლება, ცრემლი ხან ჩამოსდის, შეიძლება მასაჟმა უშველოს არხის გახნა არ დასჭირდეს? მესამე თვეშია პატარა

პასუხი
-წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად აქვთ ჩირქოვანი გამონადენი, რისი მიზეზიც უმეტესად საცრემლე პარკის ანთებაა. საქმე ის გახლავთ, რომ ზოგიერთ ჩვილს საცრემლე წერტილი დაბადებისთანავე არ ეხსნება. ჩვეულებრივ, ცრემლი საცრემლე არხის საშუალებით ცხვირის ღრუში ჩაედინება. ამას თვალის შიგნითა კუთხესთან არსებული საცრემლე არხის სანათური (საცრემლე წერტილი) უზრუნველყოფს. მისი დაცობის შემთხვევაში ცრემლის ფიზიოლოგიური დინება ფერხდება, თვალის ნაპრალში ცრემლის ხანგრძლივად დგომა (ჩაგუბება) კი მის ინფიცირებას იწვევს, რითაც დასაბამი ეძლევა საცრემლე პარკის ანთებას. ამ დროს, ჩვეულებრივ, ყვითელი გამონადენი ჩნდება, რაც ინფექციაზე მიუთითებს.
სახლის პირობებში ანტიბიოტიკის გამოყენებასთან ერთად ამ პრობლემის წინააღმდეგ მიმართული ძირითადი საშუალება არის სწორად ჩატარებული მასაჟი. თუ არ არის შედეგი, ნაჩვენებია ზონდირება (საცრემლე არხის გახსნა). საცრემლე არხის გახსნის პროცედურა გარკვეულ ტკივილთან დაკავშირებული ნამდვილად არის, მაგრამ მას ჩვეულებრივ ადვილად იტანენ პატარები, რადგან პროცედურა სულ 1-2 წუთს გრძელდება.
თუ საცრემლე არხი დახურულია, აუცილებელია მისი გახსნა. პროფესიონალი თვალის ექიმები პროცედურას წარმატებით ახორციელებენ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად