ვარ 16 წლის გოგო, მაინტრესებს როგორ მოვიშორო თმა ზ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

11-07-2014

-გამარჯობათ,ვარ 16 წლის გოგო, მაინტრესებს როგორ მოვიშორო თმა ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ვარ მაქვს ჭარბთმიანობა. წინასწარ მადლობა.

პასუხი
-საულვაშე ზონაზე თმის მოსაშორებლად შეგიძლიათ მიმართოთ ეპილაციას (ლაზერული, ელექტრო ნემსით, ელოს და ფოტო) ამ ასაკში ანუ როცა გოგონას მენსტრუალური ციკლი აქვს, უკვე ტარდება.
რაც შეეხება ზოგადად ჭარბთმიანობას, მიზეზის დასადგენად გოგონამ უნდა მიმართოს გინეკოლოგ - ენდოკრინოლოგს ან ენდოკრინოლოგს, რადგან ასეთი თმიანობა ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბად გამოყოფასთან და ქალური ჰორმონების დეფიციტთანაა დაკავშირებული. თუ ეს დადასტურდა, მაშინ საჭირო გახდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, რადგან სანამ არ მოწესრიგდება ჰორმონული ბალანსი ორგანიზმში, თმიანობა არ მოიკლებს. გოგონებმა ჭარბთმიანობის დროს უნდა შეიმოწმონ საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და გაიკეთონ ანალიზი ტესტოსტერონზე. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ მომატებულ თმიანობას გენეტიკური ხასიათიც აქვს. არის შემთხვევები, როცა ჭარბთმიანობის მიზეზი უცნობი რჩება.
თუ ანდროგენების დონე ნორმალურია, მენსტრუაციაც ყოველგვარი დარღვევის გარეშე მიმდინარეობს და თითქოს არც სხვა პათოლოგიური ცვლილებები შეინიშნება ამ მდგომარეობას იდიოპათიურ ჰირსუტიზმს უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში თმების მოშორების ერთადერთი საშუალება ეპილაციაა.
ჩვენი რჩევა იქნება, მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს. პარალელურად შეგიძლიათ მიმართოთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს, სადაც შეირჩევა ოპტიმალური მეთოდი თქვენი თმიანობის სამკურნალოდ ( ლაზერული, ფოტო, ელექტრო ნემსით ან ელოს ეპილაცია).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად