2 წლის ბავშვს აქვს ცხვირში ადენოიდები და ყელში გად... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

02-07-2014

-2 წლის ბავშვს აქვს ცხვირში ადენოიდები და ყელში გადიდებული გლანდები, ძალინ უჭირს სუნთქვა როდის შეიძლება ოპერაციის გაკეთება? ან ოპერაციამდე როგორ დავეხმარო რომ სუნთქვა არ უჭირდეს?ფიზიოლოგიური ხსნარის ხშირი გამოყენება ხომ არ გამოიწვევს მდგომარეობის გაუარესებას?

პასუხი
-ნუშურა ჯირკვლები თუ სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას, მაშინ მისი ამოჭრის საკითხი არ დგება. ბავშვობის ასაკში ლიმფური სისტემის ქსოვილი ჰიპერტროფიულია (დიდი ზომისაა), მაგალითად, ნუშურა ჯირკვლები გამოდის სასის რკალებიდან, და ეს პათოლოგიურ მდგომარეობად არ უნდა შეფასდეს, რადგან 1,5-2 წლამდე ასაკის ბავშვებში, როცა ბავშვის ორგანიზმი პირველად დამოუკიდებლად იწყებს ბრძოლას ინფექციების წინააღმდეგ, ნუშურა ჯირკვლები იწყებს გადიდებას მიკრობების წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლის გამო.
სწორედ ამ ასაკში ბავშვებში ფიზიოლოგიურად დიდდება ყველა ჯირკვლოვანი ქსოვილი ყელ-ყურის არეში, რაც ხშირად ვლინდება კისრის ლიმფ.ჯირკვლების, ცხვირში ადენოიდების გაჩენით და ნუშურა ჯირკვლების ჰიპერტროფიით. დაახლოებით 12 წლიდან ნუშურა ჯირკვლები პატარავდება.
თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა, ტონზილექტომა არ ტარდება 3 წლის ასაკამდე, ზოგადად კი სპეციალისტები ცდილობენ ეს ოპერაცია 5 წლის ასაკიდან ჩაატარონ. გირჩევთ, ოპერაციამდე მკურნალობის არაოპერაციული მეთოდები ამოწუროთ - ჰომეოპათია, ლაზეროთერაპია, ფიზიოთერაპია, ფიტოთერაპია და ა.შ. თუკი პატარას ლარინგოლოგის მიერ დანიშნული კვალიფიციური მკურნალობა არ ჩატარებია. საკითხს საბოლოოდ წყვეტს სპეციალისტი, ლარინგოლოგი. და რაც მათავარია, ბავშვის გაკაჟებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად