ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ შეკითხვაზე დედა მყავს საბ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
19-06-2014

- ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ შეკითხვაზე დედა მყავს საბერძნეთში და კარგახანია აწუხებს კუჭი ანუ ხშირად სვავს გაზიან და სოდიან სასმელს ეხლა გაუარესდა მდგომარეობა ბევრი სანერვიულო შეხვდა მოგეხსენებათ იქაური ცხოვრების და გაჭირვების შესახებ, ვერ ჭამს საჭმელს მკაცრ დიეტაზეა გუშინ რომ ვჭამეო ესე გვითხრა მკერდის ქვეშ ბურთივით გახდა რაღაც და ძალიან შევიბერეო სოდიანი დავლიე მაგრამ ვერ ამოვაყვედრეო იქ ძალიან ძვირია გამოკვლევა იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ როგორ მოვიქცეთ რაიმე საშიშთან გვაქვს საქმე რას გვეტყვით ძალიან გთხოვთ ან რა პრეპარატი შეიძლება გავუგზავნოთ :( :( :( მადლობა წინასწარ

პასუხი
- შესაძლოა დედას სულ მცირე მომატებული ქვს კუჭის მჟავიანობა აქედან გამომდინარე, ალბათობა მაღალია, რომ აქვს რეფლუქს ეზოფაგიტი და გასტრიტი.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას, ასევე ქრონიკული გასტრიტის გამწვავებისას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინიშნება დიეტა, რომელიც კუჭს მაქსიმალურად დაიცავს გაღიზიანებისგან. აუცილებელია საკვების კალორიულობის შემცირება, ძირითადად - ნახშირწყლების ხარჯზე. ცილებისა და ცხიმების შემცველობა ნორმის ფარგლებში რჩება. ასეთი დიეტის დაცვა საჭიროა სრულ გამოჯანმრთელებამდე. კვება სასურველია მცირე ულუფებით, დღეში 6-ჯერ. პროდუქტები იხარშება ან მზადდება ორთქლზე. კერძი უნდა იყოს ფაფის კონსისტენციისა. აკრძალულია: ხორცის, თევზისა და სოკოს ნახარში, ცოცხალი ბოსტნეული და მწვანილი, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, კონსერვები, შაშხი, პური, მაკარონი, ხორბლისა და ქერის ბურღული, რძემჟავა პროდუქტები, სუნელები, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კანფეტები, პარკოსნები (მუხუდო, ლობიო), ალკოჰოლური სასმელები. ნებადართულია: ბურღულის (ჰერკულესის, მანანის, ბრინჯის) ლორწოვანი წვნიანი, მჭლე ხორცის ორთქლზე მომზადებული სუფლე, მოხარშული კვერცხი, ორთქლზე მომზადებული ომლეტი, რძე, ნაღები, საცერში გატარებული ხაჭო, კისელი, წყალში განზავებული ტკბილი (და არა მჟავე) წვენი. სანიმუშო მენიუ:
საუზმე - 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ნაღების კარაქი (20 გ), 1 ჭიქა ანადუღარი რძე
სამხარი - 1 ჭიქა ანადუღარი რძე
სადილი - მცენარეულ ზეთზე მომზადებული ბრინჯის წვნიანი, ორთქლზე მომზადებული ხორცის სუფლე, კისელი
ნასადილევს - 1 ჭიქა ანადუღარი რძე, ორთქლზე მომზადებული ომლეტი
ვახშამი - რძეზე მომზადებული მანანის ფაფა, 1 ჭიქა ანადუღარი რძე
ღამე - 1 ჭიქა ანადუღარი რძე
რაც შეეხება მედიკამენტებს, სჯობს მცირე ხნით აქ ჩამოვიდეს და თუ საბერძნეთში ვერ იკეთებს ამოკვლევებს, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, აქ მაინც ჩაიტაროს გამოკვლევები.   

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად