თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, ბავშვს უჩნდება სტომატიტი(... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

09-06-2014

-გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, ბავშვს უჩნდება სტომატიტი(თითქოსდა ჩვეულებრივი ამბავია)მაგრამ 5 წლისაა,და პირში ხელის ჩადება ან სათამაშოსი გამორიცხულია, ჩემი აზრით ხშირად უჩნდება,არ არის დამოკიდებული მედიკამენტის(ანტიბიოტიკის) მიღებაზე,ისე უჩნდება.... და მაინტერსებს,რა სახის ანალიზი შეიძლება გავუკეთო,სად,რომ გავიგო თუ რა მიზეზი იწვევს სტომატიტს? :) ასევე მინდა შევამოწმო იოდის ნაკლებობა ხომ არ აქვს,და სად შეიძლება ამ ანალიზის გაკეთება და რა ჰქვია ანალიზს? წინასწარ მადლობა...

პასუხი
-ბავშვებში სტომატიტს ძირითადად იწვევს ის რომ, პატარებს სჩვევათ ყველაფრის, მათ შორის დაუბანელი ხელების, პირში ჩადება, ამის გამო ჩნდება სტომატიტი! შესაძლებელია, სტომატიტი ავიტამინოზმაც გამოიწვიოს! უნდა გამოიკვლიოთ სტომატიტის გამომწვევი მიზეზი, ამისათვის საჭიროა გაკეთდეს ნაცხის ანალიზი პირის ღრუში და მოხდეს დათესვა მიკროფლორაზე, ამისათვის პირველ რიგში აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი. გამომდინარე იქედან, რომ სტომატიტი ხშირად წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის დაავადებების და ალერგიული მოვლენების გამოვლინებას პირის ღრუში, სესაძლებელია საჭიროდ ცაითვალოს გასტროენტეროლოგისა და ალერგოლოგის კონსულტაცია.
გამომწვევიდან გამომდინარე მკურნალობაც გარკვეულწილად განსხვავებული იქნება. თუ გამომწვევი მიზეზი ზუსტად ვერ დადგინდა, მაშინ ექიმი კომპლექსურ მკურნალობას დანიშნავს.
შარდში იოდის განსასაზღვრავად მიმართეთ თანამედროვე ტიპის ლაბორატორიას.
კომენტარები
11 ივნისი 2014 10:35
ძალიან დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის :)
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად