ჩემი შვილი 3 წლისაა.როცა რამეს არ ვუსრულებთ საშინლ... | ბავშვის აღზრდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის აღზრდა

კატეგორია - ბავშვის აღზრდა

03-06-2014

-ჩემი შვილი 3 წლისაა.როცა რამეს არ ვუსრულებთ საშინლად იქცევა.ტირის,გვირტყავს ხელებს,ფეხებს.ისტერიკა ემართება.არ ვიცი როგორ მოვიქცე.იქნებ რამე მირჩიოთ.ნერვოპათოლოგს ხომ არ ვაჩვენო?

პასუხი
-ბავშვის განვითარებაში სამ კრიზისულ პერიოდს გამოყოფენ - ერთი, სამი და შვიდი წლის ასაკისას; თუ ატყობთ, რომ ბავშვი ზედმეტად ნერვიულია, მაშინ გირჩევთ მიიყვანოთ იგი ბავშვთა ნევროლოგთან და ფსიქოლოგთან, რათა ობიექტურად შეფასდეს მისი მდგომარეობა და მოგეცემათ რჩევები.
კრიზისული პერიოდი აისახება ფსიქიკაზეც და მის ფიზიკურ განვითარებაზეც . ეს სავსებით ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია, მაგრამ დიდ ნებისყოფასა და მოთმინებას მოითხოვს მშობლებისგან. ზოგჯერ სრულიად მშვიდი და დამჯერი ბავშვებიც კი ამ პერიოდში მკვეთრად იცვლიან ხასიათს: ხდებიან ჯიუტები, თავნებები და არც თუ იშვიათად დესპოტურ თვისებებსაც ავლენენ. ამ პერიოდში ბავშვი განსაზღვრავს საკუთარ ადგილს გარემოში.
თემის გაგრძელებას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე სტატიიდან:
"ბავშვი და კრიზისული პერიოდები"
http://www.mkurnali.ge/pediatria/rchevebi-mshoblebs/4324-bavshvi-da-krizisuli-periodebi.html "
ისტერიკა"
http://www.mkurnali.ge/pediatria/bavshvis-aghzrda/4013-isterika.html

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად