რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაინტერესებს რას ნიშნავს ნეიროვირუსი?რას მოიცავ ეს დაავედება? თუ შეიძლება მალე მიპასუხეთ.
პასუხი
-ნეიროვირუსული დაავადებები – სხვადასხვა ვირუსებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების დიდი ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან ნერვული სისტემის დაზიანებით. -ვირუსები, რომლებიც შერჩევითად აზიანებენ ნერვულ სისტემა, თავის ტვინში აღწევენ ჰემატოგენური (სისხლის მეშვეობით) გზით, როგორც ეს აღინიშნება ცოფის დროს ან პერიფერიული ნერვული დაბოლოებების მეშვეობით. ნერვული სისტემის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ან ქრონიკულმა ვირუსული დაავადებამ, ამ უკანასკნელის ინკუბაციური პერიოდი უფრო ხანგრძლივია. ნეიროვირუსული დაავადებები პროგრესირებადია და მძიმე დაზიანებებით ხასიათდება. -ყველაზე ხშირი დაავადებები, რომელსაც მწვავე ვირუსული ინფექციები იწვევენ არის ენცეფალიტი, დუნე დამბლა, ასეპტიური მენინგიტი, პოსტინფექციური და ენცეფალომიელიტი . ქრონიკული ვირუსული ინფექციების დროს აღინიშნება ქვემწვავე სკლეროზული პანენცეფალიტი, პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკო-ენცეფალოპათია, ღრუბლოვანი (სპონგიოფორმული) ენცეფალოპათია.