. გვყავს წლის და რვა თვის პატარა, 7 თვის და 10 დღი... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-გამარჯობათ. გვყავს წლის და რვა თვის პატარა, 7 თვის და 10 დღის გაჩნდა, წონით 2 კილო და 200. ნორმალურად განვითარდა, ჯანმრთელობის პრობლემები არ გვქონია, რეგულარულად დაგვყავს პედიატრთან. ერთი, რაც გვაწუხებს, ისაა, რომ აქამდე არ გაურქოვანდა ყიფლიბანდის ნაწილი. პედიატრის დანიშნუკებით უკვე მერამდენედ მივეცით იუნიკალი, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. თევზის ქონის შემცველი მედიკამენტიც გამოგვიწერეს, მაგრამ ბავშვმა გული აირია და ვერ მივეცით. ხომ ვერ გვეტყვით, რის გამო არ გამაგრდა აქამდე ყიფლიბანდი, ნორმალურია თუ არა ეს და რა შეიძლება დამატებით, მივცეთ. გმადლობთ

პასუხი
-თანამედროვე მონაცემებით ყიფლიბანდის დახურვის ვადაა 4 –დან 26 თვემდე, ასე რომ საგანგაშო არაფერია. თუ ბავშვს სხვა მხრივ არა აქვს ჩივილი და ნორმალურად ვითარდება, სპეციალური მკურნალობა, რათა ყიფლიბანდი დაიხუროს, არ არის საჭირო. რადგანაც ძალიან ღელავთ, შეგიძლიათ ერთხელ მიმართოთ კვალიფიციურ ბავშვთა ნევროლოგს, რათა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი ნორმალურად ვითარდება.
ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვის მიზეზი კალციუმის დეფიციტია, რაც, თავის მხრივ, ვიტამინ D3-ის ნაკლებობას უკავშირდება. D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი მხოლოდ ყიფლიბანდის დახურვას კი არ აფერხებს, არამედ რაქიტსაც იწვევს. ამ დროს პატარები მოუსვენრობენ, ჭირვეულობენ, ცუდად სძინავთ, ეწყებათ ჭარბი ოფლიანობა, კეფის გამელოტება (ალოპეცია), კიდურები დეფორმირებული აქვთ, კბილები დაგვიანებით ამოსდით და სიარულის სპეციფიკური მანერა უყალიბდებათ.
კომენტარები
18 თებერვალი 2015 09:33
გამარჯობათ. მაინტერესებს წელწადში რამდენჯერ შეიძლება მივცე კალცის პრეპარატი იუნიკალი წლინახევრის ბავშვს?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად