.ვეგეტო ნერვოზის სამკურნალოდ რომელი პრეპარატი გამო... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

24-01-2014

-გამარჯობათ.ვეგეტო ნერვოზის სამკურნალოდ რომელი პრეპარატი გამოვიყენო.

პასუხი
-ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე დამამშვიდებელი მცენარეული საშუალება (ვალერიანი, ალორა, ბარამბო და ა.შ. ), მაგრამ ვეგეტო ნევროზის მკურნალობა მარტო ამ საშუალებებით არ იქნება ეფექტური.
ნევროზი ქრონიკული პათოლოგიაა, პერიოდულად სიმპტომები მწვავდება. სეზონურად მსგავსი ჩივილების გაჩენა ემოციურად არამდგრადი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, ჰორმონული პროცესები სეზონის მიხედვით აქტიურდება ან, პირიქით, ნელდება და ადამიანის ორგანიზმის აწყობილ სისტემაში ხარვეზები ჩნდება. 
ნევრზის მკურნალობა გულისხმობს პირველ რიგში ნევროზის გამომწვევი მიზეზის მოხსნას, ცხოვრების ჯანსაღ წესს (შრომისა და დასვენების სწორად დაგეგმვას, სრულფასოვან ღამის ძილს, სრულფასოვან კვებას, უარის თქმას მავნე ჩვევებზე (სიგარეტი, ალკოჰოლი და ა.შ), ზომიერ ფიზიკურ აქტიურობას და ა.შ), ასევე სპეციალისტის მიერ პრეპარატის სწორად შერჩევას.  
მედიკამენტოზური მკურნალობის გვერდით,  არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა მასაჟი, წყლის პროცედურები, აუტოტრენინგი, შრომისა და დასვენების სწორი ორგანიზება (როგორც უკვე გითხარით), არომათერაპია, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, კომედიის ყურება ოჯახთან ერთად. თუ ნერვული სისტემა გამოფიტულია (გაზაფხულზე და შემოდგომაზე), მაშინ ზოგადგამაძლიერებელი პრეპარატები და პროცედურები ინიშნება. ეს გახლავთ B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი; სასურველია აღმგზნები სასმელებისგან (მაგარი შავი ჩაისგან, ყავისგან) თავის შეკავება.  
კონკრეტული პრეპარატი ნევროლოგმა ან ფსიქიატრმა უნდა შეარჩიოს (დღეს ნევროზის მკურნალობა ფსიქიატრების კომპეტენციაშია). მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური საუბრები ექიმთან.
კომენტარები
11 სექტემბერი 2016 20:02
გამარჯობათ, მაქვს ვეგეტონერვოზი და მჩირდება დახმარება როგორ განვიკურნო და დავძლიო ეს სენი.. მე ვმკურნალობდი ქუთაისში, მაკა შვანგირაძის კლინიკაში და სწორად იქ დამიდგინდა ვეგეტონერვოზი.. არშემიძლია ქალაქში ფეხით გადაადგილება, მაქვას შიში იმასა რომ ცუტად გავხვდები.. მხოლოდ მანქანით დავდივარ ქალაქში, რამოდენიმე დგის წინ მანქანაშიც ცუდად გავხვდი და იმის მერე შიში მაქ უკვე იმის რომ მანქანაშიც ცუდად გავხვდები და სახლში ვარ მთელი დგე... როდესაც ცუდად ვხვდები: მეყინება ხელპეხი, გულის ფრიალი მაქვს, უჰაერობა და ასე მგონია დავიხჩობი, თვალებში მაწვება.. და ხშირად გამით ყოპილა ისეთი შემთხვევა რომ საწოლიდან წამოვხტარვარ, იმიტო რომ გული წამიერად მიჩერდება და შემდეგ ყუირებში მესმის აჩქარებული გულის ხმა. გთხოვთ დამეხმარო, დამაკვალოანოთ და მითხრათ შეიძლება თუარა ამ ავადმყოფობისკან განკურნება და როგორ? გემუდარებით უპასუხოთ არ დამტოვოთ.. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად