პ.ს. დამატებით გაცნობებთ: ტრიგლიცერიდი 155 ქოლესტ... | ნივთიერებათა ცვლა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნივთიერებათა ცვლა
09-12-2013

-პ.ს. დამატებით გაცნობებთ: ტრიგლიცერიდი 155 ქოლესტერინი (HDL)45 ქოლესტერინი(LDL)212 ქოლესტერინი 288 ჰემოგლობინი 7,71 გლუკოზა (უზმოზე) 105 ინსულინი (უზმოზე) 60,5 ნინო

პასუხი
- ჭარბ ქოლესტერინს დიეტით, ვარჯიშით და თუ საჭიროა, წამლებითაც ებრძვიან. ცხიმის ხარჯზე დღიური კალორიების 30%-ზე ნაკლები უნდა მოდიოდეს, ამათგან ნაჯერ ცხიმებზე – მხოლოდ მესამედი ანუ 8-10%. რაც შეეხება ქოლესტერინს, მისი ნორმა 300 მგ-ს შეადგენს. წამოდგენა რომ შეიქმნათ, ზუსტად ამდენ ქოლესტერინს შეიცავს ერთი კვერცხი, ანუ ერბოში შემწვარი ომლეტი მეტისმეტია, მით უმეტეს, თუ იმ დღეს სხვა ცხოველური პროდუქტიც მიიღეთ. ასე რომ, შეიყვარეთ ბოსტნეული, ხილი, მიირთვით წყალზე მომზადებული შვრიის, წიწიბურას, მანანისა და ბრინჯის ფაფები, ვეგეტარიანული სუპები. კერძისთვის მხოლოდ მცენარეული ცხიმი გამოიყენეთ. ნებადართულია ძროხისა და ხბოს მჭლე, ინდაურისა და ქათმის კანგაცლილი თეთრი ხორცი, ნებისმიერი სახის თევზეული, გარდა ხიზილალისა. ღორის, ცხვრის, ბატისა და იხვის ხორცზე, ასევე – ღვიძლზე, თირკმელებზე, ენაზე, ტვინზე, ძეხვზე, სოსისსა და შაშხზე უარის თქმა მოგიწევთ. კვერცხის გული ქოლესტერინს დიდი რაოდენობით შეიცავს, ცილა კი შეგიძლიათ მიირთვათ. რძის ნაწარმიდან უპირატესობა ნაკლებცხიმიან პროდუქტებს – ხაჭოს, ნადუღს, ყველს, მაწონს, კეფირს, რძესა და იოგურტს მიანიჭეთ, ცხიმიანი რძე, არაჟანი, ნაღები, ნაყინი, ნამცხვარი, გუდის, ჰოლანდიური და შებოლილი ყველი კი საერთოდ ამოიღეთ რაციონიდან. ვარჯიში ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა, თუმცა ზოგიერთი სახეობა განსაკუთრებით რგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. სახელდობრ, აერობული ვარჯიში ანუ ვარჯიში, რომელიც კუნთთა დიდი ჯგუფის ამოქმედებას მოითხოვს და 20 წუთს მაინც გრძელდება. გაგიკვირდებათ და ფიზიკური აქტივობა, გარდა უამრავი სხვა გამაჯანსაღებელი ეფექტისა, ლიპიდურ ცვლაზე უშუალოდ მოქმედებს: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე იზრდება, ტრიგლიცერიდებისა კი მცირდება. გულის გაჯანსაღებისთვის კვირაში სამ-ხუთჯერ ვარჯიშს  ურჩევენ. ძუნძული, ველოსპორტი, თხილამურებით სრიალი, ცურვა აერობული ვარჯიშის ნიმუშებია.      
დანარჩენი კი ექიმის კომპეტენციაა, რომელიც საჭიროებისამებრ მოგცემთ ქოლესტერინის დამაქვეითებელ პრეპარტებს. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად