რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაინტერესებს რმდენად მართალია ფეხმძიმობის გამოთვლა
პასუხი
-თუ ორსულობის ვადას გულისხმობთ, რა თქმა უნდა მისი გამოთვლა ხდება. განაყოფიერების დღე ზუსტად არასოდეს არ არის ცნობილი, მაგრამ ათვლის წერტილი საჭიროა და ამ წერტილად იღებენ ბოლო ნორმალური მენსტრუაციის პირველ დღეს. არსებობს ორსულობის ემბრიოლოგიური - გესტაციური და სამეანო ვადა. ემბრიოლოგიური გესტაციური ასაკის სამეანო ვადასთან შესათანხმებლად საკმარისია, პირველს მივუმატოთ 2-2,5 კვირა. მოკლედ, ორსულობის კვირების ათვლის საწყისი თარიღი განასხვავებთ მათ. სამეანო კვირების ათვლისთვის ორსულობის კვირების ათვლა იწყება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან. რაც შეეხება ემბრიოლოგიური ანუ გესტაციური ვადას, უფრო ზუსტი ათვლა იწყება სავარაუდო განაყოფიერების თარიღიდან (ემთხვევა ოვულაციის ფაზას), ამასვე აფიქსირებს ექოსკოპიური კვლევა (ულტრაბგერითი კვლევისას ორსულობის ვადის განსაზღვრისთვის იყენებენ ეგრეთ წოდებულ ემბრიოლოგიურ ვადას - დროს, რომელიც ათვლილია სასქესო უჯრედების შესაძლო შერწყმის მომენტიდან), სხვაობა ამ ორ ათვლას შორის, როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით 2- 2,5 კვირაა.