რამოდენიმე დღეა რაც ფეხის თითებს შუა და საერთოდ ფ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

21-10-2013

-გამარჯობათ რამოდენიმე დღეა რაც ფეხის თითებს შუა და საერთოდ ფეხის თითები მექავება საშინლად, მგონი ფეხის სოკო მაქვს რა შეიძლება ვიხმარო ან როგორ ვუმკურნალო, იაფფასიან ფეხსაცმელს მოვიხმარ ამ ბოლოდროს და მას შემდეგ ფეხზე სუნიც დამეწყო, სადღეღამისო სამსახურში ვმუშაობ და ეს ზემოთხსენებული ფეხსაცმელი მიწევს თითქმის 24 საათი მეცვას, სულ ვიბან სპრეებს და დეზედორანტებს ვხმარობ მაგრამ უშედეგოდ და ფეხზე სუნს უკვე ეს ქავილიც დაერტო თან სადაცაა გავგიჟდე მირჩიეთ რით ან როგორ მივხედო და ვუმკურნალო. წინასწარ მადლობა

პასუხი
-სავარაუდოდ თქვენი ჩივილი ტერფის სოკოს უკაშვირდება, მაგრამ საჭიროა დიაგნოზის დადასტურება, ამისათვის დერმატოლოგს უნდა მიმართოთ და მკურნალობაც შესაბამისი დანიშნოს. თუ ნამდვილად ტერფის სოკოსთან გვაქვს საქმე, მაშინ მასთან ბრძოლის მიზნით აუცილებელია, ყოველდღე დაიბანოთ ფეხები და იცვალოთ წინდები. დაბანილი ტერფები, განსაკუთრებით – ნაკეცები, ვაფლისებური პირსახოცით კარგად გაიმშრალოთ. უნდა ერიდოთ ფეხების გაოფლინებას.
თუ ტერფის სოკოს იოლი ფორმა გაქვთ (მხოლოდ აქერცვლას აქვს ადგილი),მაშინ უნდა იხმაროთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც აფთიაქებში იყიდება და სოკოს გამანადგურებელ ნივთიერებებს შეიცავს. სასურველია, მათი აქტიური ნივთიერება ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩეოდეს (ასეთია, მაგალითად, ტერბინაფინის შემცველი საშუალებები). მკურნალობა 2 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ თუ შედეგი 3-4 დღეში ვერ შეამჩნიეთ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რადგან შესაძლოა შინაგანი მიღების პრეპარატებით მკურნალობაც დაგჭირდეთ.
თუ ეპიდერმოფიტიის შედეგად გაქვთ ტერფებზე მწვავე ანთებითი მოვლენები, მას იმავე პრინციპით მკურნალობენ, რომლითაც მწვავე ეგზემას. ინიშნება ფუნგიციდური პრეპარატები (ხსნარები - კასტელანი, ნიტროფუნგინი, მალამოები - მიკოსეპტი, მიკოზოლინი, 5-10%-იანი გოგირდ-კუპრი, ვილკინსონი). ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, მკურნალობა დაინიშნოს დერმატოლოგის მიერ.
გარდა ამისა აუცილებელი ფეხსაცმლის სპეციალური დამუშავება _ ფეხსაცმელები გულდასმით დაამუშავეთ ძმრის ესენციაში დასველებული ბამბის ტამპონებით. თავდაპირველად გარეცხეთ ის გარედან, შემდეგ შიგნით: ჩადეთ ტამპონი ფეხსაცმლის ,,ცხვირში” და ჰერმენტულად შეფუთეთ ცელოფნის პარკში 24 საათით. ამის შემდეგ ფეხსაცმელი გაანიავეთ და გაწმინდეთ ნიშადურის სპირტით სუნის გასანეიტრალებლად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად