–ვარ მეძუძური დედა ძალიან მცვივა თმები აქამდე არ მ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

08-10-2013

–ვარ მეძუძური დედა ძალიან მცვივა თმები აქამდე არ მცვიოდა არც ორსულობის პერიოდში ძალიან გთხოვთ მირცჰიეთ რამე დავარცხნის დროს მცვივა საშინლად/

პასუხი
–მშობიარობის შემდეგ (დაახლოებით მე-8 კვირას) იწყება ხოლმე თმის ცვენა, ეს დროებითი მოვლენაა და უკავშირდება ორგანიზმში მიმდინარე მკვეთრ კომპლექსურ ცვლილებებს (ჰორმონულს, წყალ-მარილოვან, ჰემატოლოგიურ და სხვა), რომლებსაც ორსულობა და მშობიარობა იწვევს. ასეთ შემთხვევაში თმის ცვენა, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა (და არა ძლიერი ), თუმცა არ არის გამორიცხული, დამატებითმა ფაქტორებმა (სტრესმა, ქრონიკულმა დაღლილობამ, ანემიამ) გააძლიეროს. პროცესი იშვიათად არის შეუქცევადი - თმის ცვენა, წესისამებრ, რამდენიმე თვეში თავისით წყდება.
თუ თმის ცვენა ძლიერია, გირჩევთ გაიკეთოთ ანალიზი სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები, ასევე სასურველია, სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება ანემიის გამოსარიცხად. ასევე გირჩევთ, იკვებოთ სრულფასოვნად (კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს შემდეგი პროდუქტებით: ხაჭო, ყველი, მოხარშული ხორცი, მაწონი, კეფირი და სხვა), თმაზე ივლოთ ჭინჭრის ნაყენი, თმის ძირებში შეიზილეთ მკვებავი მცენარეული ზეთები: ჟოჟობა, ზეთისხილი, ავოკადო, ქაცვის ზეთი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად