ვარ 20 წლის..თუ შეგიძლიათ მომწერეთ ამ ასაკში როგორ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

29-08-2013

-ვარ 20 წლის..თუ შეგიძლიათ მომწერეთ ამ ასაკში როგორ უნდა მოვუარო კანს..რა კოსმეტიკა გამოვიყენო,რომელ ნიღაბს მირჩევთ..ასევე მაქვს შავი წერტილებიც და იქნებ მირჩიოთ რაიმე.

პასუხი
-თქვენს ასაკში კანს მოვლა ნაკლებად ესაჭიროება, ეს უპირატესად 25 წლის შემდგომაა აუცილებელი. თუმცა შეგიძლიათ ეწვიოთ კოსმეტოლოგს და დაადგინოთ თქვენი კანის ტიპი. კოსმეტიკური საშუალებანი ყოველთვის თქვენი კანის ტიპის შესაბამისად უნდა შეიძინოთ. ამ კუთხით თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე შეგიძლიათ ამომწურავი პასუხის მიღება ჩვენს გვერდზე  კოსმეტოლოგიის რუბრიკაში განთავსებული მასალებიდან.  რაც შეეხება შავ წერტილებს, ეს თმის ფოლიკულის და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში, რადგან ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით გაძლიერებულია ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება, ცხიმიანი კანის ზედაპირზე შედარებით დიდი ფორებია, მათში ჯდება ჭარბად გამოყოფილი ცხიმი, რომელიც შერეულია ოფლთან და ჭუჭყთან, შედეგად კანზე ჩნდება შავი წერტილები, კომედონები. არსებობს ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი მრავალი მალამო, ნიღაბი, ლოსიონი, მაგრამ მათი შერჩევა დერმატოლოგმა უნდა მოახდინოს. ცხიმიანი კანი მუდმივ მოვლას საჭიროებს.
ჩვენ, ჩვენის მხრივ, რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
- დაიცავით დიეტა - უნდა შეზღუდოთ ნახშირწყლები და ცხიმი, სამაგიეროდ გაამდიდროთ კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო.
- გამონაყარს არ ახლოთ ხელი - მათზე ზეწოლა გამორწყვის მიზნით დაუშვებელია, უფრო მეტად დააზიანებთ კანს, გააძლიერებთ ანთებას და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.
- პირი დაიბანეთ დღეში ორჯერ ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით. პირი გაიმშრალეთ პირსახოცით ნაზად.
და ბოლოს, ერთ მეტად ეფექტურ საშუალებას გასწავლით: აურიეთ ერთმანეთში 35 მგ ქაფურის სპირტი, 35 მგ გულყვითელას ნაყენი და 4 ცალი კარგად დაფქვილი ლევომიცეტინი. დაბანვის შემდეგ (ყოველდღე) გაიწმინდეთ ამ სხნარით პრობლემური კანი.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად