ვარ 30 წლის, თვალების მოჭუტვისას მემჩნევა ძალიან წ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

12-07-2013

-ვარ 30 წლის, თვალების მოჭუტვისას მემჩნევა ძალიან წვრილი ზოლები ლოყის თავზე და ეტყობა რომ გამომშრალი მაქვს. ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რას უნდა მივაქციო ყურადღება თვალის კრემის შეძენისას. რა მავნე ან უარყოფითი შედეგების შემცველობას უნდა მივაქციო ყურადღება? რას არ უნდა შეიცავდეს თვალის კრემი? წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი

გირჩევთ ყურადღებით წაუკითხოთ ანოტაცია. იმის მიხედვით თუ რომელი აქტიური კომპონენტები შედიან კრემში გაიგებთ რა მოქმედება გააჩნია მას.

ვიტამინი C- იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, ინარჩუნებს კანის ელასტიურობას.

ვიტამინი K-აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ამაგრებს კაპილარებს, ამცირებს სისხლჩაქცევებს და სილურჯეს.

ჰალოქსილი(Haloxyl)-ათეთრებს მუქი ფერის რკალებს, აჩქარებს ბილირუბინის ადგილობრივ ცვლას.

Eyeliss-პეპტიდური კომპლექსი, ერთერთი წამყვანი ინგრედიენტი. აქვს დრენაჟის ეფექტი, ამაგრებს კაპილარებს, აქრობს ანთებას.

არგირელინი-მოქმედებს ბოტოქსის პრინციპით, ოდნავ „ყინავს“ პატარა კუნთებს და შესაბამისად ხელს უშლის მიმიკური ნაოჭების წარმოქმნას.

ჰიალურონის მჟავა-ღრმად ატენიანებს კანს და უბრუნებს ელასტიურობას.

რესვერატროლი-ძლიერი ანტიოქსიდანტი, ებრძვის ასაკობრივ ცვლილებებს.

კოენზიმ Q10-აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, კანს ჯანსაღ ფერს ანიჭებს.

Ester-C-ცხიმში და წყალში ხსნადი ვიტამინ C ფორმა. ჭიმავს კანს, აუმჯობესებს მის ფერს და ასტიმულირებს კოლაგენის წარმოქმნას.

შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები-ისინი ატენიანებებნ კანს და აჩერებენ ნაოჭების წარმოქმნას.

აი რა არ უნდა იყოს კრემში:

Caffeine -ჭიმავს კანს, ამავდროულად იწვევს მის გაუწყლურებს.

Octyl Stearate-კეტავს ფორებს, კანს არაჯანსაღ ფერს ანიჭებს.

Sodium Chloride-აღიზიანებს კანს, შეიძლება გამოიწვიოს ანთება.

Isopropyl Myristate-შეიძლება გახდეს ალერგიული რეაქციის მიზეზი, აუარესებს მხედველობას.

Parabens-ასტიმულირებენ ესტროგენის გამოყოფას, არღვევენ ჰორმონალურ ფონს.

Propylene Glycol-შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

მწარმოებლები თვალის კრემს 3 სახეობად ყოფენ-დღის, ღამის და ფართე სპექტრის. პირველებს აქვთ შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი, აშორებენ შავ წრეებს და შეიცავენ UV ფილტრებს. მათ ძირითადათ გელის სტრუქტურა აქვთ. უფრო ცხიმიანი ღამის კრემები კვებავენ კანს და ასწორებენ ნაოჭებს. ფართო სპექტრის კრემები კი ატენიანებენ კანს და შეიცავენ სხივების ამრეკვლელ ნაწილაკებს, რომლებიც ქმნიან დასვენებული თვალის ეფექტს. რა მარკირებაც არ უნდა იყოს კრემის ქილაზე, პირველ რიგში უნდა ეძებოთ წარწერა-„გასულია ოფთალმოლოგიურ კონტროლს“. ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი უსაფრთხოა თვალებისთვის.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად